უშანგი მარგიანი ბუდაპეშტში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიოს ჩემპიონატის 1/4-ფინალში იჭიდავებს. 90 კილომდე წონით კატეგორიაში მოასპარეზე სპორტსმენმა 1/16-ფინალში ჩეხი დავიდ კლამერტი დაამარცხა. მარგიანმა ვაზარით შეფასებული გდება ორთაბრძოლის დასრულებამდე 13 წამით ადრე შეასრულა.
გულშემატკივარს ჩემპიონატის ლაივ-სთრიმით ხილვა
ამ ბმულზე შეუძლია.
1/4-ფინალში მარგიანის მეტოქე სერბი ნემანია მაიდოვი იქნება. მათი დაპირისპირება დაახლოებით 16 საათზე დაიწყება.
- ძიუდო. მსოფლიოს ჩემპიონატი: ღვინიაშვილმა პირველი მეტოქე იოლად დაამარცხა