ბექა ღვინიაშვილს ძიუდოში მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველი მეტოქის დამარცხება არ გასჭირვებია. მასავით 21 წლის, მაგრამ გაცილებით ნაკლები გამოცდილების მქონე ყირგიზი აზამატ ბექთუსუნოვის იპონით დასამარცხებლად ბექას წუთზე ნაკლები დასჭირდა.
გულშემატკივარს ჩემპიონატის ლაივ-სთრიმით ხილვა
ამ ბმულზე შეუძლია.
ღვინიაშვილი მორიგ შეხვედრას სლოვენიელ მიჰაელ ზგანკთან, დაახლოებით 15 საათსა და 30 წუთზე გამართავს.
- ძიუდო. მსოფლიოს ჩემპიონატი: უშანგი მარგიანმა მოგებით დაიწყო