რატომ მოხსნეს ბექა ღვინიაშვილი მსოფლიოს ჩემპიონატიდან [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ბექა ღვინიაშვილი, რომლისგანაც ძიუდოს ქართველი გულშემატკივრები ყოველთვის მედლისთვის ბრძოლას ელიან, მსოფლიოს ჩემპიონატს მეორე ბრძოლის შემდეგ გამოეთიშა.

ქართველმა ძიუდოისტმა, სლოვენიელ მიჰაელ ზგანკთან დაპირისპირების დროს, დისკვალიფიკაცია მიიღო.

როდესაც სლოვენიელი სპორტსმენი გდებას ასრულებდა, ბექამ თავი იმით დაიცვა, რომ ზურგის ნაცვლად, ტატამზე თავით დაეცა. მსაჯს ბევრი არ უფიქრია - ქართველ ძიუდოისტს ბრალი "ხიდის" გაკეთებაში დასდო, რაც ახალი წესებით დისკვალიფიკაციით ისჯება.
მკითხველის კომენტარები / 24 /
ამდენი მაღალი დონის ძველი ძიუდოისტი გვყავს, ერთს როგორ არ აქვს ძიუდოს მმართველ ორგანოებში ისეთი ურთიერთობა რომ ასეთი რამეები არ დაუშვან, გააპროტესტეთ მაინც თქვე კაი ხალხო, წავიდა ყველა სახლში და ბექა მარტო იდგა ტატამზე, არ შეგეცოდათ მაინც? ხო გვყავს უმაღლესი კატეგორიის არბიტრი მანდ? ხმას რატო არ იღებს? თუ მსაჯებს სამშობლო არ აქვთ? კითხვა დაისვა საერთოდ?ქვეხიშვილი მე რო მიტარებს ტელევიზორიდან ლექციებს, დაჯდეს დაილაპარაკოს ვისთანაც საჭიროა, თორე ეგრე გვიზავენ ოლიმპიადაძეც და დავრჩებიტ გაღიმებულები როგორც შარშან..
parfiumer
04 სექტემბერი 2017 22:46
0
ფაქტია ხელები არ მიახმარა და სახით დაეცა.იქნებ კომპეტენტურმა,ობიექტურმა სპეციალისტმა აგვიხსნას ეს იტვლება ხიდად? თორემ სუბიექტური დიქტორები ოღონდ ჩვენი მოჭიდავეები გაამართლონ მზად არიან მთელი მსოფლიო ჩვენ წინააღმდეგ შეთქმულებაში დაადანაშაულონ.ასე გაამართლეს შავდათუაშვილი ევროპაზე როდესაც ბოლო წამებში ორჯერ აშკარად გაიქცა და ახლა როცა 2 შიდოს შემდეგ განაგრძო პასიური ჭიდაობა.
Temi
04 სექტემბერი 2017 10:38
0
ამ ...ახალი წესები კი შემოიღეს, მაგრამ თავადაც ვერ გარკვეულან-რა შემთხვევაში და როგორ გამოიყენება.... სწორედ მაგას შეეწირა ბექა.

რა ხიდი, რის ხიდი. არანაირი ხიდი არ ყოფილა ამ შემთხვევაში.

ბექასთან ვისაც მისცეს მოგება, ისიც ეგრე საეჭვოდ მოხსნეს ფინალში, ვითომდა, ფეხში შევიდაო... გახდა არაფრით გამორჩეული მაიდოვი მსოფლიო ჩემპიონი.
ბექა, არა უშავს, შვილო.. გული არ გაიტეხო..კიდევ მოვა შემდეგი მსოფლიო ჩემპიონატი და უჩვენებ სეირს მაგათ... დაკვირვებით იყავი, ხომ ხედავ-2 მოწინააღმდეგე გყავს: ერთი ნამდვილი და მეორე-მსაჯი.
ენლილ
02 სექტემბერი 2017 17:41
0
ხიდი კი არა ალბატ ვიგაცის გამო გაცირეს
მსაჯებმა
თამაზი
02 სექტემბერი 2017 14:57
0
კველაპერი ჯანდაბს, ბოდისჰიტ და გაიკეტონ კველა სინჯის მედალი ტატამზე მდგომმაც და მაგიდაზე მჯდომმაც მსაჯებმა.ერტი მინდა ბექას მამას ვენაცვალე ესტი სჰვილის გაცჰენისტვის,და ცარმოგიდგენიატ ცჰვენ რა დგესჰი ცჰაგვაგდე ამ უხხხ მსაჯებმა და ბექას მსჰობლები რა დგესჰი იქნებიან.გენაცვალეტ მე ტქვენ და ტვე ოჯახს,ამაზე მეტი სადარდებელი ნუ მოქცეტ უპალმა.ბექასი კველას და კველაპერს სჰეესჰიდატ და ამიტომაც გაუცჰალიცჰეს.
judo
02 სექტემბერი 2017 10:57
0
ერთი წელიწადი არ მივიღოთ ძიუდოს შეჯიბრებებში მონაწილეობა - მაინც არ გვახარებენ და ასე გამოვხატოთ პროტესტი.
****
02 სექტემბერი 2017 01:16
4
ფული ჯოჯოხეთს ანათებს
რა გიკვირთ
01 სექტემბერი 2017 23:01
0
ჩვენი ძიუდოისტების და საყურებლად სადაც ჯიბე მიმიწვდება ყველგან დავდივარ. განსაკუთრებით ბექას ვგულშემატკივრობ დაწყებული იუნიორთა პირველობიდან როცა კიევში ყველა იპონით დაამარცხა. შეცდომა დაუშვა და ეს ელემენტარული თავდაცვითი რეფლექსის ბრალია. ბევრი ამ სიტუაციაში იპონზე დაეცემოდა. ეს შეგნებულად არ გაუკეთებია, უბრალოდ თავი ასე დაიცვა. რათქმაუნდა ხდება, როცა უსამართლოდ იქცევიან მსაჯები და შესაძლოა ვინმე ბობოლა რომ ყოფილიყო თვალი დაეხუჭათ, მაგრამ წესები დაირღვა. ცოტა ობიექტურები უნდა ვიყოთ და ვისაც არ სჯერა ამის იქაა ნუცუბიძე და ჰკითხონ ჟურნალისტებმა(თუნდაც დაურეკონ, მასზე კარგად ვინ იცის ძიუდოს წესები) რამდენად კანონიერი იყო ბექას დისკვალიფიკაცია. ყოველთვის ნუ ვეძებთ შავ კატას ბნელ ოთახში.
grisha dedakimovi
01 სექტემბერი 2017 21:03
5
რეალურად რომ ვთქვათ ეს შემთხვევა იყო 50-50, ის შემთხვევაა როცა მსაჯი წყვეტს და რომელი გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს მაინც მართალი იქნება. სახით კი დაეცა, მაგრამ შემდეგ თავზე გადატრიალდა და ეს ხიდია სამწუხაროდ. პრობლემა სხვა რამეშია, ეს არის ორმაგი სტანდარტები და სხვადასხვა ქვეყანასთან სხვადასხვა მიდგომა. თუ ხიდია მაშინ ყველასთვის ხიდი უნდა იყოს. ბაულ ანმაც გააკეთა ხიდი მარგველასთან მაგრამ სამწუხაროდ განხილვითაც არავის განუხილავს და ჩვენს შემთხვევაში კი არც უჭოჭმანიათ. ზუსტად აქაც იგივე შემთხვევა იყო, ჟგანკს ჩავლება ქონდა აღებული და ქვემოთ ქაჩავდა და შესაბამისად, სხვაგან ვერც ბექა ვერ წავიდოდა. ეს არის ზუსტად გულის ამრევი, როცა როგორც უნდა ისე იყენებენ წესებს თორემ ბექას წაგება ტრაგედია არ არის, მას ყველაფერი წინ აქვს და კიდევ არაერთი შანსი ექნება.
fraternity
04 სექტემბერი 2017 10:14
0
სახით დაეცა და მერეპირდაპირ მუხლებზე,გვერდიც კი არ დაუდია.ხიდი თუ ისჯება,დაისაჯოს,მაგრამ კაცი რამდენიც პირქვე დაეცემა,ამ ლოგიკით ყველა ხიდი ყოფილა და უნდა მოიხსნას.აბსურდია არა?ბოლო ოლიმპიადაზე კინაღამ კლასიკური და თავისუფალი ჭიდაობა პროგრამიდან ამოაგდეს,თუ ასე გააგრძელეს,ძიუდოსაც იგივე დაემუქრება,ამდენი უნამუსობა,უბრალოდ აზრს უკარგავს ასპარეზობას,ვაჟთა გუნდის პრაქტიკულად ყოველი წევრის დამარცხებაში მსაჯებმა წვლილი შეიტანეს,რიღასთვის უნდა ვიჭიდაოთ?დაირიგონ ოქროები და იყვნენ ბედნიერად.
სოსო
03 სექტემბერი 2017 20:39
0
ყველა გამოხმაურება
ხოდა სულ ასე თუ გვჩაგვრავენ ბოიოტი გამოვუცხადოთ სრულიად ძიუდოს სამყაროს!
კოლა
01 სექტემბერი 2017 20:54
3
უშანგის და მთელ საქართველოს ვულოცავ!ასე თუ მიაღწევენ ჩვენი ბიჭები წარმატებებს, თორემ ნებისმიერ თანაბარ ორთაბრძოლაში განწირულები ვართ მსაჯებისგან.მანც ვერ გავიგე რა მაფია მუშაობს ჩვენნაირ პატარა ქვეყნების წინააღმდეგ.
gori 2
01 სექტემბერი 2017 19:57
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული