19:44 01-09-2017
ძიუდო. მსოფლიოს ჩემპიონატი: უშანგი მარგიანმა ბრინჯაო მოიგო [VIDEO]
AutoSharing Option
არადა, უშანგი მარგიანი ისეთი ფორმაშია, რომ არა 1/4-ფინალში მსაჯების საეჭვო გადაწყვეტილება, ვინ იცის, იქნებ უმაღლესი სინჯის მედლის მოგება გვეხარებინა.
მე-3 ადგილისთვის ბრძოლაში უშანგი მარგიანი 90 კილომდე წონითი კატეგორიის რეიტინგის პირველ ნომერს, სერბ ალექსანდარ კუკოლს შეხვდა და მას დამაჯერებლად, 2 ვაზარით სძლია.
შეგახსენებთ, რომ მანამდე ბრინჯაოს მედალი ვაჟა მარგველაშვილმა მოიპოვა.
2 სექტემბერს ბუდაპეშტში მედლები ვაჟთა შორის 100 კგ-მდე და მძიმე წონებში, გოგონებში კი მხოლოდ მძიმე წონაში გათამაშდება. საქართველოს ნაკრებიდან 100 კგ-ში ვალერი ლიპარტელიანი გამოვა, მძიმეში - გურამ თუშიშვილი და ადამ ოქრუაშვილი იჭიდავებენ, გოგონებში იასპარეზებს ელენე ქებაძე.
მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონებების მიხედვით
სულით და გულით ვულოცავ. მართალი გითხრათ არ ველოდი მისგან მედალს. მშვენიერი შეხვედრა ჩაატარა.
14
0
არც მე ველოდი მედალს:) ვულოცავ უშანგის გულით
12
0
ყველაზე ნაკლებად მისგან ველოდი მედალს, არ იყო სტაბილური მოჭიდავე თუმცა ჩანს კარგად მოემზადა. ცოტა თავდაჯერება აკლდა და ამან წააგებინა სერბთან თორე შეიძლება ფინალიც ეჭიდავა
8
0
მეც ეგრე , მისგან ყველაზე ნაკლებად ველოდი მედალს, მარა მაგარი სპორტსმენი ყოფილა
4
0
მარგიანს დიდი მადლობა.რო უყურე მის ჭიდაობას შეიძლებოდა ფინალში ყოფნა უბრალოდ მეოთხედ ფინალში დაძაბულად ჭიდაობდა ვერ რისკავდა ილეთებს არადა მაგრა გამოგდის ილეთები. და რეპეშაში კი დაამტკიცე ცოტა გამბედაობა. კიდევ ერთხელ მადლობა
1
0
ბექას ჭიდაობას როგორ ველოდებოდი, მაგარი ბიჭია ეს რა ჯანდაბა დაგვემართა როგორ მოხსნეს,თითქოს მოაცილეს ხალიჩას,მგონი მსოფლიო უნდა მოეგო ეს იცოდნენ.
1
0
ვულოცავ და გილოცავთ!!! როგორც ჩანს, არც მსაჯები ელოდნენ მისგან მედალს და ამიტომაც "გაეპარათ"...
1
0
მიხარია ახალი ლიდერი გამოჩDA დანასები გაშიფრულები არიან
0
0
ვულოცავ ამ გამარჯვებას. თითოეული მედალი ფასობს. ეს მსოფლიო ჩემპიონატია, ვხედავთ თუ როგორ თავგანწირვით იბრძვიან სპორტსმენები. ჩვენს ბიჭებს მადლობის მეტი რა ეთქმით. დიდი იმედი მაქვს გუნდური ჩათვლით მსოფლიო ჩემპიონები გავხდებით.
0
0
მედალი აიღო იმან ვისგანაც ყველაზე ნაკლებად ველოდით, მსაჯობას ნუ დავაბრალებთ ყველაფერს ძალიან სუსტად ჭიდაობენ ყოველთვის ვიჩაგრებოდით მსაჯების მხრიდან მაგრამ მაინც ვიგებდით ეხლა ვეღარ ვიგებთ იმიტომ რომ ძალიან სუსტად არიან მომზადებულები ასეთი მომზადებით ოქრო გამორიცხული იყო და ვერც იგებენ
0
0
კალათბურთის მაგალითზე თუ ვიტყვით ძიუდოს ჭირდება კარგი მწვრთნელი უფრო მომთხოვნი ყურადღებიანი და პროფესიონალი თორემ მომავალშიც იგივე შედეგს დავდებთ
0
0
< წინა12შემდეგი >
თარიღის მიხედვით
მოწონებების მიხედვით
მკითხველის კომენტარი (13)
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული