ძიუდო. მსოფლიოს ჩემპიონატი: უშანგი მარგიანმა ბრინჯაო მოიგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ბუდაპეშტში მიმდინარე ძიუდოისტთა მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველომ მეორე მედალი მოიპოვა, ამჯერადაც ბრინჯაო.

არადა, უშანგი მარგიანი ისეთი ფორმაშია, რომ არა 1/4-ფინალში მსაჯების საეჭვო გადაწყვეტილება, ვინ იცის, იქნებ უმაღლესი სინჯის მედლის მოგება გვეხარებინა.

მე-3 ადგილისთვის ბრძოლაში უშანგი მარგიანი 90 კილომდე წონითი კატეგორიის რეიტინგის პირველ ნომერს, სერბ ალექსანდარ კუკოლს შეხვდა და მას დამაჯერებლად, 2 ვაზარით სძლია.

შეგახსენებთ, რომ მანამდე ბრინჯაოს მედალი ვაჟა მარგველაშვილმა მოიპოვა.

2 სექტემბერს ბუდაპეშტში მედლები ვაჟთა შორის 100 კგ-მდე და მძიმე წონებში, გოგონებში კი მხოლოდ მძიმე წონაში გათამაშდება. საქართველოს ნაკრებიდან 100
კგ-ში ვალერი ლიპარტელიანი გამოვა, მძიმეში - გურამ თუშიშვილი და ადამ ოქრუაშვილი იჭიდავებენ, გოგონებში იასპარეზებს ელენე ქებაძე.
მკითხველის კომენტარები / 13 /
სულით და გულით ვულოცავ. მართალი გითხრათ არ ველოდი მისგან მედალს. მშვენიერი შეხვედრა ჩაატარა.
gogig
20:21 01-09-2017
0
არც მე ველოდი მედალს:) ვულოცავ უშანგის გულით
levo
21:01 01-09-2017
0

სიახლეები პოპულარული