73 კილომდე წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველი სპორტსმენი აზერბაიჯანელ ჰიდაიათ ჰეიდაროვთან დამარცხდა. ბრინჯაოსთვის ბრძოლაში კი მისი მეტოქე შვეიცარიელი ნაიმ მატი იქნება.
ბრინჯაოსთვის იჭიდავებს ჯაბა პაპინაშვილიც, რომელმაც 55 კილომდე წონით კატეგორიაში მედლისთვის ბრძოლის უფლება რეპეშაჟიდან მოიპოვა. მისი მეტოქე ფრანგი თეო როლ ებრარი იქნება.
ასპარეზობა უმედლოდ დაასრულეს ვანო ნინიაშვილმა, რობინზონ ბეგლარაშვილმა, ბაგრატ ნინიაშვილმა, შალვა გაზაშვილმა, ნატალია ყიფშიძემ, ეთერ ლიპარტელიანმა და მზია ბებოშვილმა.
ფინალური ბლოკი თბილისის დროით
- ძიუდო. ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი: რა შანსები გვაქვს მარიბორში
საშინელი გამოსვლა იყო ნუ აფუჭებთ ამ ნიჭიერ ბიჭებს მოუზებნეთ ვინმე ნორმალური მწვრთნელი!!!!!!!!!!!!!