ძიუდო. ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი: ვერცხლი გუნდურში

AutoSharing Option
საქართველოს ვაჟ ძიუდოისტთა ახალგაზრდული ნაკრები სლოვენიის ქალაქ მარიბორში გამართულ ევროპის გუნდურ ჩემპიონატში ფინალში დამარცხდა და ვიცე–ჩემპიონობას დასჯერდა. ლაშა გუჯეჯიანის გუნდის მეტოქე გადამწყვეტ შეხვედრაში აზერბაიჯანის ნაკრები იყო, რომელთანაც 2:3 წააგო.

საქართველოს ნაკრებმა ასპარეზობა მეორე წრიდან დაიწყო, შვეიცარიის ნაკრებს დამაჯერებლად მოუგო, 1/4-ფინალში კი მონტენეგროს სძლია. ქართველი ძიუდოისტების მეტოქე 1/2-ფინალში რუსეთი იყო, რომელთანაც 3:2 გაიმარჯვეს.

შეგახსენებთ, რომ პირად პირველობაში გამოსვლა საქართველოს ნაკრებმა ჯამში ოთხი - ერთი ვერცხლისა და სამი ბრინჯაოს მედლით დაასრულა. ვიცე-ჩემპიონობა ლუკა მაისურაძემ იზეიმა, ბრინჯაოს პრიზიორები კი ტატო გრიგალაშვილი, ამირან წიქორიძე და
გელა ზაალიშვილი გახდნენ.

 

მკითხველის კომენტარები / 3 /
იმედია ონისეს მსოფლიოს მაინც არ გამოატოვებინებთ? შეისწავლეთ აზერბაიჯანელების ჭიდაობა და მსოფლიოზე სამაგიერო გადაუხადეთ. არ დაგავიწყდეთ რომ ქართველები ხართ და ძიუდო თქვენი ჭიდაობაა! წარმატებები ლომებო!
0
მოსახლიშვილი და სანებლიძე მსოფლიოზე პირადში გამოსვლას ნამდვილად იმსახურებენ
judofun
10:44 18-09-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული