ძიუდო. ზაგრების გრან პრი: ლიპარტელიანმა ბრინჯაოს მედალი მოიგო

AutoSharing Option
ქართველმა ძიუდოისტმა, ვარლამ ლიპარტელიანმა, ზაგრების გრან პრი ბრინჯაოს მედლით დაასრულა. 100 კილომდე წონით კატეგორიაში მოჭიდავე ქართველმა სპორტსმენმა, მედლისთვის ბრძოლაში, აზერბაიჯანელი ელხან მამადოვი გაფრთხილებებით დაამარცხა.

მამადოვთან დაპირისპირებამდე ლიპარტელიანმა იაპონელი დაიკი ნიშიამა და ლატვიელი იევგენის ბოროდავკო დაამარცხა, ხოლო პორტუგალიელ ჟორჟე ფონსეკასთან თავად დამარცხდა.

ზაგრების გრან პრიზე საქართველო ორი მოჭიდავით იყო წარმოდგენილი და მედალი ორივემ მოიგო. პირველ დღეს, ამირან პაპინაშვილმა ოქროს მედალი აიღო.
მკითხველის კომენტარები / 4 /
ლიპო ღმერთმა სულ გამარჯვებების გზაზე გატაროს.
qarTveli
11:36 02-10-2017
0
ამ კაცს ბრინჯაო და ვერცხლი ისე უხარია, რომ მგონია ოქროს არსებობის შესახებ არაფერი არ სმენია :D
dato30
10:25 02-10-2017
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული