ძიუდო. ვეტერანთა მსოფლიოს ჩემპიონატი: ზვიად წიკლაურის ოქრო

AutoSharing Option
იტალიურ ოლბიაში მიმდინარე ვეტერან ძიუდოისტთა მსოფლიოს ჩემპიონატში საქართველომ კიდევ ერთი ოქროს მედალი მოიპოვა. მას მეორე ასაკობრივ კატეგორიაში, 35-39-წლამდელთა შორის მოასპარეზე მძიმეწონოსანი ზვიად წიკლაური დაეუფლა.

ქართველმა ფალავანმა საჩემპიონო გზაზე ოთხი შეხვედრა მოიგო. თავდაპირველად მან იპონებით დაამარცხა რუსი ალექსანდრ კულიკოვი და ყაზახი კაირატ მახტინი. ნახევარფინალში იუკოთი (შეჯიბრება ძველი წესებით ტარდება) ჩამოიშორა იტალიელი იგორ ლამბერტუჩი, ფინალში კი ასეთივე შედეგით დაჯაბნა ფრანგი სირილ კაბა.

შეგახსენებთ, რომ ეს ჩვენი დელეგაციისთვის მეორე მედალია, პირველი კი - ისევ ოქროსი, რამდენიმე დღის წინ 40-44-წლამდელებში მოჭიდავე ასევე მძიმეწონოსანმა ალექსი
დავითაშვილმა
მოიპოვა, ვინც ზედიზედ მეორედ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი ვეტერანებში.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული