ფინალში პაპინაშვილი აზერბაიჯანელ ნატიგ გურბანლის შეხვდა და მეტოქეს ორი ვაზარით მოუგო.
- ჯაბა პაპინაშვილი მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებულია [VIDEO]
ახალგაზრდა ქართველმა ძიუდოისტმა, მიღწეულ წარმატებაზე და მის მომავალზე ჩვენთან ისაუბრა.
- პირველ რიგში როგორია შენი ემოციები, ელოდი რომ მსოფლიოს ჩემპიონი გახდებოდი?
- ძალიან ჩვეულებრივად ვარ, ჯერ ვერ აღვიქვამ ამ ყველაფერს.
- არა, არ ვნერვიულობდი, პირიქით რევანში მქონდა ასაღები და ფსიქოლოგიურად კარგად ვიყავი მომზადებული.
- ფინალში არ გქონდა ნერვიულობის მომენტი?
- ფინალშიც იგივე ფაქტორი იყო, წაგებული მქონდა ნატიგ გურბანლისთან და ძალიან მინდოდა მოგება, თან ფინალი იყო და ყველაფერი გავაკეთე გამარჯვებისთვის.
- შენს უფროს ძმას - ამირან პაპინაშვილის, სპორტულ სამყაროში ყველა იცნობს, რა როლს თამაშობს ის შენს კარიერაში?
- მაგალითს მაძლევს. ჩემთვის ყველაზე სამაგალითო ძიუდოისტი, ჩემი ძმაა და ვცდილობ, რომ მას მივბაძო.
- მომავალში, ეროვნული ნაკრებიდანაც იქნება შენს მიმართ დაინტერესება. 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში, კი შენი მთავარი კონკურენტი შენი ძმა იქნება. შეძლებ მის ჩანაცვლებას?
- არა მგონია ჯერ, ძალიან ხშირად ვსპარინგობთ ერთმანეთში და ჩემზე ძლიერია.
- სად დაიწყო შენი კარიერა და ვინ ითამაშა მთავარი როლი, რომ მსოფლიო ჩემპიონი გამხდარიყავი?
- ეს შეჯიბრია, ჩემი კარიერის დასაწყისი და ამაში ჩვენი ნაკრების მწვრთნელებს და ჩემს ძმას მიუძღვით დიდი წვლილი.
- რა არის შენი მიზანი?
- ჩემი მთავარი მიზანია, როგორც ყველა სპორტსმენისთვის ოლიმპიური ჩემპიონობა.