ჯაბა პაპინაშვილმა ჯერ უკრაინელ სამუტოგს იპონით სძლია, ნახევარფინალში გამსვლელ შეხვედრაში კი აზერბაიჯანელ აღაიევს აჯობა. ჯაბამ მონღოლი ეხტაივანი ვაზარით ფინალის მიღმა დატოვა, თავად კი გადამწყვეტ შეხვედრაში რუს ალბერტ ოგუზოვს ლამაზ სტილში სძლია.
სტარტი ბაგრატ ნინიაშვილსაც (-66) წარმატებული გამოუვიდა, საბოლოოდ კი რეპეშაჟში გადაერთო, თუმცა ვერც იქ მიაღწია წარმატებას.
ბაგრატ ნინიაშვილის პირველი მეტოქე ასევე მასპინძელი, იბრაჰიმოვი იყო, რომელიც ვაზარით დაამარცხა, მეოთხედფინალში კი მოლდოველ დენის ვიერუს ვერ აჯობა და ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლას აგრძელებდა, თუმცა რუს იაკუბ შამილოვთან წააგო და ტურნირი მე-7 ადგილზე დაასრულა.
უკანასკნელი ოლიმპიადის ვერცხლისპრიზიორი მარგველაშვილი იაპონელ უიჯი აიდასთან დამატებით დროში, მახრჩობელა ილეთით დამარცხდა.
შეგახსენებთ, ბაქოს გრანდ-სლემზე 10 ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს.