ნინიაშვილმა ბრინჯაოსთვის ბრძოლაში იტალიელი მანუელ ლომბარდო იპონით დაამარცხა.
ნინიაშვილმა წინასწარ ეტაპზე სამი შეხვედრა მოიგო ვაზარით: კოლუმბიელ ხორხე გონსალესთან, ყაზახ სუნქატ ჟუბატკანთან და ესპანელ სალვადორ კასეს როხასთან. ნახევარფინალში ჩვენებური გაფრთხილებებით დამარცხდა ბრაზილიელ დანიელ კარგნინთან. სამაგიეროდ, დამამშვიდებლის ფინალში თვითონაც გაფრთხილებებით მოახსნევინა ჭაბუკებში იტალიელთა ევროპის ჩემპიონი მანუელ ლომბარდო და ახალგაზრდებში პირველი ჯილდო მოიპოვა.
73 კგ. წონით კატეგორიაში კი ტატო გრიგალაშვილი ბრინჯაოსთვის ბრძოლაში ბრაზილიელი დავიდ ლიმა ორი ვაზარით დაამარცხა.
ევროპის წლევანდელი
გუშინ გოგონებშიც გვყავდა ერთი მონაწილე - ჭაბუკებში ევროპის ჩემპიონი ეთერ ლიპარტელიანი (57), ვინც უმედლოდ კი დარჩა, მაგრამ ურიგოდაც არ გამოსულა: ამ რანგის შეჯიბრებაზე პირველად მოჭიდავე პირველ წრეში ისვენებდა, მეორეში კი ამერიკელ კატერინ ლაიბს ვაზარით მოუგო, მაგრამ მერვედფინალში ასეთივე ანგარიშით წააგო სამხრეთკორეელ ჯისუ კიმთან.
საქართველოს ნაკრების ანგარიშზე მსოფლიოს ჩემპიონატზე უკვე სამი მედალია. პირველ დღეს ჯაბა პაპინაშვილმა ოქრო მოიპოვა.