ძიუდო. U23: საქართველო ევროპის ჩემპიონატზე სრული შემადგენლობით იასპარეზებს

AutoSharing Option
10-12 ნოემბერს ჩერნოგორიის დედაქალაქ პოდგორიცაში 23 წლამდე ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატი ჩატარდება, რომელშიც საქართველოს ვაჟთა ნაკრები სრული შემადგენლობით იასპარეზებს. საბედნიეროდ, დადებითად გადაწყდა გუნდის ერთ-ერთი ლიდერის, უფროსებში ევროპის მესამეპრიზიორ ბექა ღვინიაშვილის (90) წასვლის საკითხიც, რაც სათუო სავიზო პრობლემების გამო გახდა. პრობლემა მაინც მოგვარდა და გუნდი პოდგორიცაში ლიდერის თაოსნობით იჭიდავებს.

მოგეხსენებათ, ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლაშა გუჯეჯიანმა ეს ასაკობრივი ნაკრები საქართველოს 23-წლამდელთა შედეგების მიხედვით დააკომპლექტა - ჩემპიონები მიჰყავს, თუმცა ორი გასაორებელი წონა და ის ორი დასამატებელი ფალავანიც იმთავითვე გამოარჩია, რომლებიც შიდა პირველობიდან დაასვენა;

ესენია
სწორედ ღვინიაშვილი და ახალგაზრდებში ევროპისა და მსოფლიოს წლევანდელი ბრინჯაოსმედალოსანი, ქართული ძიუდოს ახალ იმედად მიჩნეული ტატო გრიგალაშვილი (73).

ევროპის ამ ჩემპიონატზე გუნდური შეჯიბრება არ ტარდება. ამიტომ გოგონების ნაკრები ჩერნოგორიაში არ მიდის, თუმცა მათ ტურნირშიც გვეყოლება ერთი მონაწილე: ახალგაზრდებში მსოფლიოს ფინალისტი მარიამ ჯანაშვილი, ვინც ისევ 52 კილოგრამში იჭიდავებს.

საქართველოს ნაკრები

60 კგ: ირაკლი კუპატაძე
66 კგ: ზვიად ხუბულური
73 კგ: ტატო გრიგალაშვილი, ბექა შავდათუაშვილი
81 კგ: ბექა დონღვანი
90 კგ: ბექა ღვინიაშვილი, ნოდარ ბერიანი
100 კგ: ონისე სანებლიძე
+100 კგ: გელა ზაალიშვილი
52 კგ: მარიამ ჯანაშვილი

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
წარმატებები ჩვენს მანდილოსანს და ფალავნებს !!!
დათო
13:17 08-11-2017
0
წარმატებები!!!!!!!!!!
luka
13:28 08-11-2017
0

სიახლეები პოპულარული