სამწუხაროდ, ქართველი ძიუდოისტები უმედლოდ დარჩნენ.
ჩვენი ერთ-ერთი გამორჩეული ძიუდოისტი, ახალგაზრდებში ევროპისა და მსოფლიოს წლევანდელი მესამე პრიზიორი ტატო გრიგალაშვილი (73) პირველივე შეხვედრაში მოლდოველ კორნელ ანდრიესთან ვაზარით დამარცხა.
ასევე პირველივე შეხვედრაში დამარცხდა ბექა შავდათუაშვილიც (73), რომელიც ავსტრიელ ლუკას რაიტერთან იპონით წააგო.
81-ში ბექა დონღვანმა პირველ წრეში რუმინელ ელემერ ჟოცზისს იპონით მოუგო, შემდეგ კი უკრაინელ ბოჰდან ზუსკოსთან სამი ვაზარით წააგო.
შეგახსენებთ, რომ ჩვენი ნაკრები ტურინის პირველ დღესაც უმედლოდ დარჩა.