ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი: მეორე დღეც უმედლოდ

AutoSharing Option
დღეს ჩერნოგორიის დედაქალაქ პოდგორიცას სპორტის სასახლეში ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის მეორე საშეჯიბრო დღე გაიმართა.

სამწუხაროდ, ქართველი ძიუდოისტები უმედლოდ დარჩნენ.

ჩვენი ერთ-ერთი გამორჩეული ძიუდოისტი, ახალგაზრდებში ევროპისა და მსოფლიოს წლევანდელი მესამე პრიზიორი ტატო გრიგალაშვილი (73) პირველივე შეხვედრაში მოლდოველ კორნელ ანდრიესთან ვაზარით დამარცხა.

ასევე პირველივე შეხვედრაში დამარცხდა ბექა შავდათუაშვილიც (73), რომელიც ავსტრიელ ლუკას რაიტერთან იპონით წააგო.

81-ში ბექა დონღვანმა პირველ წრეში რუმინელ ელემერ ჟოცზისს იპონით მოუგო, შემდეგ კი უკრაინელ ბოჰდან ზუსკოსთან სამი ვაზარით წააგო.

შეგახსენებთ, რომ ჩვენი ნაკრები ტურინის პირველ დღესაც უმედლოდ დარჩა.
მკითხველის კომენტარები / 3 /
აქ კატასტროფა,მაროკოში აბსოლიტურზეც. კატასტროფა...
სოსო
12 ნოემბერი 2017 17:02
0
ეს ხალხო მემგონი დაგვცინის! გასაშვებია მთელი მწვრთნელთა შტაბი, და პირველ რიგში, სრულიად არაკომპეტენტური გუჯეჯიანი!
სტეფანე
11 ნოემბერი 2017 20:38
0
ტატო გული არ დაიწყვიტო შენ მომოვალი მსოფლიოს და ოლიმპიური ჩემპიონი გახდები!
lelo
11 ნოემბერი 2017 20:33
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული