მსოფლიოს აბსოლუტური ჩემპიონატი: ქართველების წარუმატებელი გამოსვლა

AutoSharing Option
11 ნოემბერს მაროკოში მსოფლიოს აბსოლუტური ჩემპიონატი გაიმართა.

სამწუხაროდ ქართველი ძიუდოისტები წარუმატებლად გამოვიდნენ.

გურამ თუშიშივილის პირველი მეტოქე დაუმარცხებელი ტედი რინერი იყო. რინერმა თუშიშვილი ორი ვაზარით დაამარცხა.

პირველივე შეხვედრაში დამარცხდა ასევე ადამ ოქრუაშვილი, როემლმაც უკრაინელ ალექსანდრ გორდიენკოსთან იპონით წააგო.

წინა ორისგან განხსვავებით პირველი შეხვედრა მოიგო ლევან მატიაშვილმა, რომელმაც ანდრეი კოლესნიკი იპონით დაამარცხა, შემდეგ კი ბელგიელ ტომა ნიკიფოროვთან წააგო.

ვარლამ ლიპარტელიანი პირველივე დაპირისპირებაში იაპონელ კოკორო კაგეურასთან იპონით წააგო.
მკითხველის კომენტარები / 16 /
ძიუდო მარტო ჭიდაობა არ არის. საინტერესოა რამდენად, როგორ ესმით ეს ჩვენ მოჭიდავეებს და მწვრთნელებს. ჩემი აზრით პრობლემა სათავეს იღებს იქ, სადაც ქართული ჭიდაობა განიხილება, როგორც მხოლოდ ჭიდაობა. დავტვირთოთ მეტი შინაარსით ჩვენი ქართული ჭიდაობა, პატივი ვცეთ უფრო მეტად, განვავითაროთ და აუცილებლად მივიღებთ შედეგებს ჭიდაობის სხვა სახეობებშიც.
isari
12 ნოემბერი 2017 01:38
0
ადრეა ჯერ თქვენი რინერობა!! ცირეკიძე ვერ გამოდგა პატიოსანი მასწავლებელი! ვერ ასწავლის თავის მოწაფეებს "ხეზე ცოცვას"!!(ნაწყვეტი მულტფილმიდან "ლომი და კატა"
ტედი რინერი
11 ნოემბერი 2017 22:48
2
შენ გენაცვალე, რა მაგარი ანალიზია. ეტყობა შაბათია და ისვენებენ ჟურნალისტები
oceola
11 ნოემბერი 2017 20:25
0
გია გუგავას და ირაკლი უზნაძეს მთავარი მწვრთნელობიდან კაცი გაუშვებდა.შედეგიც სახეზეა.რო გაავსეს არაპროფესიონალი მწვრთნელებით ძიუდო.
asa
12 ნოემბერი 2017 11:11
0
გუგავა არავის გაუშვია მწვრთნელია ისევ! და, უზნაძის პირადი დამსახურებაა ის, რაც ჭრიკიშვილს და ღვინიაშვილს დაემართათ. ასე რომ, ნუ გამოგზავთ სუპესპროფესიონალად.
ენლილ
12 ნოემბერი 2017 20:00
0
ერთადერთი მატიაშვილმა იჭიდავა და არ გაუმართლა. ლიპარტელიანმა ძალზედ უხეში შეცდომა დაუშვა კოკოროსთან.ფაქტიურად დაუწვა შებოჭვაზე. პარტერში სერიოზული პრობლემებია ძიუდოშიც და სამბოშიც. ლორიაშვილმა მოგებული შეხვედრა დათმო ჩერნოსკულოვთან პარტერში, რადგან სულ სხვა მიმართულებით დაიწყო მოძრაობა, როდესაც ფეხის მტკივნეულზე დაიჭირეს.
ისე, ღვინიაშვილი უნდა გაგეშვათ, ეს ბიჭი მართლა გულიანად ჭიდაობს და ნიკიფოროვსაც მოუგებდა და რინერსაც ბრუნზე დაატრიალებდა. ბექა, შენი დროც მოვა!
legion provisus
12 ნოემბერი 2017 10:20
4
საერთოდ რინერის დამარცხებაზე ნურც იოცნებებთ! ჯერჯერობით რათქმა უნდა
დავით67
13 ნოემბერი 2017 08:08
1
ლიპოზე მაგრათ დამწყდა გული მოსაგები თამაში გაანიავა! გურამ ცოტა ციზიკური კონდიცია დაუმატე და წამოიღებ რინერ აუცილებლათ!!
luka
11 ნოემბერი 2017 20:32
1
არ ქონდათ მაროკო დათვალიერებული?
nika
11 ნოემბერი 2017 20:24
0
Amat avstrieli rom avarjishebda wuwunebdnen ar aris kargi mwvrtnelio (daxoca navarjishebi da rejimis gamo iyvnen ikmayofilo) da rac momdevno wlebshi shedegebi iyo zustad im varjishis rejimis damsaxurebaa. Amat bulkis chamit undat mogeba da egre ar gamova. Shedegi saxezea. Gaushvit cirekize da upro xisti midgomit mkacri mwvrtneli moiyvanet tore dagvemxo ziudo tavze!
Twin
14 ნოემბერი 2017 10:06
0
ყველას არ შეუძლია მწვრთნელობა
ფოთი
12 ნოემბერი 2017 09:44
0
უნდა ვაღიაროთ, რომ ცირეკიძე არაა ძლიერი მწვრთნელი. ალბათ დროა ცვლილებები განხორციელდეს.
კახა
11 ნოემბერი 2017 20:32
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული