შავდათუაშვილი ფინალში იაპონელ სოიჭი ჰაშიმოტოს დაუპირისპირდა და ვაზარით დამარცხდა.
შეგახსენენბთ, რომ ოლიმპიური და ევროპის ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი (73) პირველივე წრეში ბელგიელ ევროპის ჩემპიონს, მსოფლიოს ორგზისა და ოლიმპიადის ბრინჯაოს მედალოსან დირკ ვან ტიხელტის შეხვდა და იპონით დაამარცხა.
შემდეგ კი მონღოლი ოდბაიარ განბაატარს ასევე იპონით მოუგო. მესამე შეხვედრაში შავდათუაშვილმა უზბეკი გიოსონ ბობოევი იპონით დაამარცხა.