სამიდან სამი ოქრო! სანკტ პეტერბურგში საქართველოს ჰიმნი სამჯერ ააჟღერეს! [VIDEO]

AutoSharing Option
ბექა ღვინიაშვილი, ვარლამ ლიპარტელიანი, გურამ თუშიშვილი - ამ სამმა ქართველმა ძიუდოისტმა სანქტ პეტერბურგში დასრულებულ ძიუდოს მასტერსზე ოქროს მედალი მოიპოვა.

ღვინიაშვილმა ჩრდილოეთ კორეის წარმომადგენელი დონგან გვაკი იპონით დაამარცხა.


იპონითვე სძლია ბრაზილიელ დავიდ მოურას გურამ თუშიშვილმაც.


ფინალურ შეხვედრაში მეტოქეზე ძლიერი აღმოჩნდა ვარლამ ლიპარტელიანიც.


დღეს სანქტ პეტერბურგში კიდევ ერთ ქართველი ძიუდოისტი ზებედა რეხვიაშვილი ჭიდაობდა, თუმცა იგი პირველივე წრეში ბრაზილიელ ედუარდო სანტოსთან დამარცხდა.

საბოლოოდ, სანქტ პეტერბურგის დასრულებულ ძიუდოს მასტერსზე ქართველმა მოჭიდავეებმა 3 ოქროს, 1 ვერცხლის და ერთიც ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
მკითხველის კომენტარები / 30 /
მაგარი ბიჭები ხართ თქვენ გენაცვალეთ. ეგეთი გახარებული კაიხანია არ ვყოფილვარ. გაიხარეთ და მთელი ცხოვრება გამარჯვებულებმა იარეთ!
zaza
17 დეკემბერი 2017 20:57
0
ვულოცავ ბიჭებს და საქართველოს Aმ გამარჯვებას. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა თითქოს ცალი ხელით გადაურბინეს ყველას!!!
Lasha
17 დეკემბერი 2017 21:24
0
საღოლ ბიჭებიიი! გენაცვალეთ თქვენ, მეამაყებით! ასე გააგრძელეთ, ეიფორიის გარეშე რაც მთავარია!
b-52
17 დეკემბერი 2017 22:54
0
ვულოცავ ბიჭებს და სრულიად საქართველოს,
სულ გამარჯვების გზებზე გევლოთ
მაია
17 დეკემბერი 2017 22:08
0
მადლობა ამ საჩუქრისთვის ლომებო! იცოდეთ და გახსოვდეთ, რომ მთელ ქვეყანას ანიჭებთ სიხარულს და ბედნიერებას თქვენი გამარჯვებებით. ასე გააგრძელეთ)
aleksandre
17 დეკემბერი 2017 22:06
0
გილოცავთ!!! გაიხარეთ!!! ასე გააგრძელეთ!!!ასახელეთ სამშობლო!!!
gori2
17 დეკემბერი 2017 21:20
0
მრავალჟამიერ!!! ეს გამარჯვება შენთვის საქართველო!!!
ქართველი
17 დეკემბერი 2017 20:32
1
ბრავო!!! ბრავო!!! ბრავო!!! გაიხარეთ და კიდევ ბევრჯერ გაგვახარეთ!!!
tngh
17 დეკემბერი 2017 20:44
0
მადლობა თავდადებისთვის მადლობა გმირობისთვის ღირსეული ერის ღირსეული შვილები ხართ.
კახა
18 დეკემბერი 2017 02:05
0
უმაგრესი კაცები ხართ !!! როგორ მინდა, რომ ამ ბიჭებს ვინმე ბიზნესმენმა კარგი საჩუქარი გაუკეთოს ამ წინასაახალწლოდ რა საქართველოს გახარებისათვის....
დ-ვიტო
18 დეკემბერი 2017 16:07
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული