ლუხუმ ჩხვიმიანმა დიუსელდორფის გრანდ სლემზე ბრინჯაო მოიპოვა

AutoSharing Option
23 თებერვალს საქართველოს ნაკრების ძიუდოისტმა ლუხუმ ჩხვიმიანმა დიუსელდორფის გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ჩხვიმიანი ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში ბრიტანელ ეშლი მაკენზის შეხვდა და დაატებით დროში სძლია. ლუხუმ ჩხვიმიანი ერთადერთი ქართველი ძიუდოისტი იყო, ვინცდ დღეს ტურნირზე იასპარეზა.

ქართველმა ძიუდოისტმა ტურნირის სტარტზე ფრანგ ჯოლან ფლორიმონტს იპონით მოუგო, ხოლო შემდეგ მონღოლ ბოლდბაატარ განბატს ასევე იპონით სძლია. მესამე კი, ვინც ჩხვიმიანმა გზიდან მოიცილა, ბრაზილიელი ერიკ ტაკაბატაკე გახდა, რომელსაც ჩვენებურმა იპონით მოუგო. ნახევარფინალში კი იაპონელ რუიჯუ ნაგაიამს შეხვდა და იპონით დამარცხდა.

24 თებერვალს 73 და 81
კგ. წონით კატეგორიის შეხვედრები გაიმართება, სადაც ქართველებიდან კობა მჭედლიშვილი და თამაზ კირაკოზაშვილი იასპარეზებენ.
მკითხველის კომენტარები / 6 /
ბოლო 2 ვაზარით მოიგო
Zorbegi
01:38 24-02-2018
0
იპონით კი არა გაფრთხილებებით მოიგო ყველა
irakli Apkhaidze
23:53 23-02-2018
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული