საქართველოს ძიუდოს ფედერაციამ ახალგაზრდა მოჭიდავეებთან კონტრაქტი გააფორმა

AutoSharing Option
საქართველოს ძიუდოს ფედერაციამ, პირველად ძიუდოს ისტორიაში, ძიუდოისტებთან პროფესიული კონტრაქტი გააფორმა.

პირველ ეტაპზე კონტრაქტი ახალგაზრული ნაკრების წევრებთან გაფორმდა. კონტრაქტი მოიცავს სხვადასხვა ნიუანსს, რომელიც უკავშირდება უშუალოდ სპორტსმენის ცხოვრებასა და ყოველდღიურობას. კონტაქტის მიხედვით, ფედერაცია ვალდებულებას იღებს უზრუნველყოს ძიუდოისტები ვარჯიშისა და შეჯიბრებისთვის საჭირო ყველა აუცილებელი პირობით.

ძიუდოისტები კი ვალდებულნი არიან დაიცვან ძიუდოს შინაგანაწესით დადგენილი ნორმები. (მათ შორის მათ ეკრძალებათ ნებისმიერი ნარკოტიკული საშუალების, თამბაქოს, ალკოჰოლური სასმელების მოხმარება და დოპინგის მიღება).

კონტრაქტის ხელმოწერის პროცედურას ესწრებოდა ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის სპორტული დირექტორი დანიელ ლასკაუ, რომელიც ძიუდოისტებს მსგავსი პროფესიული
კონტრაქტის მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე ესაუბრა.

საქართველოს ძიუდოს ფედერაცია მომავალში მსგავსი კონტრაქტის გაფორმებას გეგმავს ყველა ძიუდოისტთან, რომელიც მოხვდება საქართველოს ნაკრებში.

მომზადებულია საქართველოს ძიუდოს ფედერაცის Facebook გვერდის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული