"ქართველი ძიუდოისტების დამარცხება ძალიან რთულია და მომავალ ტურნირზე ეს უფრო რთული იქნება. ძიუდოს მსოფლიო ტურის შემდეგი გაჩერება კი სწორედ საქართველოს დედაქალაქი თბილისი იქნება.
ქვეყანა კავკასიის გულში მდებარეობს. საქართველო ისტორიულად, პოლიტიკურად და კულტურულად ევროპასთანაა დაკავშირებული. ამ ქვეყანას ჰყავს ძალიან ძლიერი მებრძოლები და მათ შორის, ძიუდოშიც.
საქართველოს მოსახლეობა სულ რაღაც 3,7 მილიონი ადამიანია და ის ძალიან პატარა ქვეყანაა, მაგრამ მსოფლიო ძიუდოში მათ ნამდვილი გიგანტები ჰყავთ.
მათი მომავალი თაობები კიდევ უფრო მაღალ საფეხურებზე
საიდან აქვთ ქართველებს ძიუდოში ამხელა წარმატება? ამის ახსნა რთულია, თუმცა ამას ხელი ალბათ მათმა საბრძოლო კულტურამ შეუწყო.
მალე თბილისში თავს 200 ათლეტი მოიყრის, რომლებიც გრან პრის მოგებას შეეცდებიან. საინტერესოა, რომ ისეთმა პიროვნებამ, როგორიც საფრანგეთის ძიუდოს პრეზიდენტი ჟან-ლუკ როგია, განაცხადა, რომ ძიუდოს განვითარების მაგალითი ქართველებისგან აიღო.
თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს ჰიმნს ამ უქმეებზე ბევრჯერ გავიგონებთ და ასევე, ამ ქვეყნის მაღლა აღმართულ დროშასაც დავინახავთ.
თვალი გადავავლოთ ზოგიერთი ძიუდოისტის სახელსა და გვარს: ამირან პაპინაშვილი, ვაჟა მარგველაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი, ბექა ღვინიაშვილი, გურამ თუშიშვილი... და ბევრი სხვა.
დღევანდელი ლეგენდები და მომავალი გმირები სწორედ იქ იქნებიან და შეეცდებიან, მედლები მოიპოვონ.
ასევე საინტერესოა, რომ აღნიშნულ ტურნირზე 12 ქართველი ძიუდოისტი ქალი იასპარეზებს", - ნათქვამია სტატიაში.
შეგახსენებთ, რომ თბილისის გრან პრი 30 მარტიდან 1-ელ აპრილამდე, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება.