ანტალიის გრან პრი: ტატო გრიგალაშვილი ბრინჯაოსთვის იბრძოლებს

AutoSharing Option
7 აპრილს ანტალიის გრან პრის მეორე საშეჯიბრო დღემ აიღო სტარტი, სადაც ქართვეი ძიუდოისტი ტატო გრიგალაშვილი (81) ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს.

გრიგალაშვილი ბრინჯაოსთვის შეხვედრაში უნგრელ ლასლო კსონიას შეხვდება. აქამდე გრიგალაშვილმა თურქ მაგომად კეკენოგლუს, ირანელ საიდ მოლაესის და მოლდოველ დორი გოტონოაგას მოუგო. ხოლო ნახევარფინალში თურქ ვედატ ალბაირაკთან დამარცხდა.

ამავე წონაში ჩვენმა მეორე ძიუდოისტმა გიგა გიგაურმა ჯერ პარაჰატ ბაშიმოვთან მოიგო, შემდეგ კი უნგრელ ლასლო კსონიასთან წააგო.

73 კილოგრამ წონით კატეგორიაში კი ომარ ნიაზაშვილმა ყატარელ მოჰამედ რებაჰის და ლინ ჩია-ჰუანს სძლია, ხოლო შემდეგ დავიდ ლიმასთან
დამარცხდა.

შეჯიბრების პირველ დღეს ბაგრატ ნინიაშვილმა (66) ოქროს მედალი მოიპოვა, ხოლო ჯაბა პაპინაშვილმა (60) ვერცხლი.

ანტალიის გრან პრი: ბაგრატ ნინიაშვილის ოქრო და ჯაბა პაპინაშვილის ვერცხლი [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული