ცუდი სტარტი - ვაჟა მარგველაშვილი ევროპის ჩემპიონატს გამოეთიშა

AutoSharing Option
26 აპრილს ქართველი ძიუდოისტი ვაჟა მარგველაშვილი ევროპის ჩემპიონატს გამოეთიშა.

ქალაქ თელ-ავივში დღეს დაწყებულ ევროპის ჩემპიონატზე ქართველებიდან პირველი ტატამზე სწორედ ვაჟა მარგველაშვილი (66) გავიდა, რომელიც გერმანელ მიხაელ ადამს შეხვდა.

სამწუხაროდ, შეხვედრა გერმანელის გამარჯვებით დასრულდა, რომელმაც ქართველი ვაზარით დაამარცხა.

შეგახსენებთ, რომ დღეს ქართველებიდან ლუხუმ ჩხვიმიანი (60) და ამირან პაპინაშვილი (60) იასპარეზებენ.
მკითხველის კომენტარები / 1 /
პაპინაშვილმა ეს ესაა 27 წამში მოიგო,მარგველამ კი ორჯერ გამოჰკრა მეტოწეს და პირველად იპონი დაუწერეს,მაგრამ შემდეგ გააუქმეს,მეტოქე კი გააფრთხილეს,შემდეგ ვაჟამ კიდევ ერთხელ გამოჰკრა ცერი და მეტოქე ჰაერში გადაბრუნდა და გვერდზე მინც დაეცა,მე მგონი ისიც შესაფასებელი იყო,ნაგრამ გაატარეს,შემდეგ თვითონ გაუშვა ვაზარი და ამის შემდეგ,ყოველ შეჩერებაზე,წამმზომი დროს იპარავდა,ყოველ ჯერზე ერთი ორი წამით გვიან ჩერდებოდა წამმზომი
სოსო
14:59 26-04-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული