ქართველი რეპეშაში ბრინჯაოსთვის ბრძოლაში რუს ბესლან მუდრანოვს დაუპირისპირდა და დაძაბულ ორთაბრძოლაში დამარცხდა.
მანამდე პაპინაშვილმა ფინალური საგზურის მოსაპოვებლად რუსეთის სახელით მოასპარეზე ისლამ იაშუევს შეხვდა, რომელთანაც უპირატესობის მიუხედავად ვერაფერი გააწყო და ვაზარით დამარცხდა.
ხოლო სტარტზე ბულგარელ ვალენტინ ალიპიევს 27 წამში იპონით მოუგო, შემდეგ კი უნგრელი ცაბა ძაბო ვაზარით დაამარცხა.
ლუხუმ ჩხვიმიანმაც (60) პირველივე შეხვედრაში რუსეთის სახელით მოასპარეზე ბესლან მუდრანოვთან ვაზარით წააგო.
ასევე პირველივე შეხვედრაში დამარცხდა ვაჟა მარგველაშვილი (66), რომელმაც გერმანელ მიხაელ ადამთან ვაზარით დათმო.