73 კგ წონით კატეგორიაში ოლიმპიური და ევროპის ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი პირველ წრეში ისვენებს, მისი მეტოქე კი გერმანელ იგორ ვანდტკესა და მასპინძელ ორონ გინერის პაექრობაში გაირკვევა.
ნახევარფინალში მის სავარაუდო მეტოქეთა შორის არიან აზერბაიჯანელი ევროპის ჩემპიონი ჰიდაიატ ჰეიდაროვი, ვისთანაც შავდათუაშვილს არ უჭირს ჭიდაობა, და იგივე კოსოვოელი აკილ გიაკოვა, ვისთანაც ამას წინათ სენსაციურად დამარცხდა.
81-ში ევროპის ორგზის ფინალისტი ნუგზარ ტატალაშვილი პირველივე წრეში სერბთა მსოფლიოს ფინალისტ სრდან მრვალჯევიჩს
შეხვედრები 13:00 საათზე დაიწყება, ხოლო ფინალური ბლოკი 18:00 საათზე გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ შეჯიბრის პირველ დღეს, სამწუხაროდ, ქართველ ძიუდოისტებს მედალი არ მოუპოვებიათ.
▶ ევროპის ჩემპიონატი: ამირან პაპინაშვილი უმედლოდ დარჩა