ევროპის ჩემპიონატი: მედლებისთვის თუშიშვილი და ღვინიაშვილი იბრძოლებენ

AutoSharing Option
ქართველი ძიუდოისტი გურამ თუშიშვილი თელ-ავივში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე 1/2-ფინალში გავიდა.

თვდაპირველად მან ისლანდიელი ტორმოდურ ჯონსონი დაამარცხა, შემდეგ კი უკრაინელი ოლეკსანდრ გორდიენკოს წინააღმდეგობა დასძლია.

1/2-ფინალში მისი მეტოქე რუსი ტამერლან ბაშაევი იქნება.

1/4-ფინალშია გასული ბექა ღვინიაშვილი, რომელიც ნახევარფინალის საგზურისთვის რუს მიხაილ იგოლნიკოვს დაეჭიდება.

სამწუხაროდ, პირველივე შეხვედრა დათმო ვარლამ ლიპარტელიანმა, რომელიც ბელარუს დანიელ მუკეტესთან დამარცხდა.

რაც შეეხება დღევანდელ დღეს გამოსულ კიდევ ერთ ქართველ ძიუდოისტ უშანგი მარგიანს, ის 1/8-ფინალამდე მივიდა, სადაც ბერძენი ტეოდოროს ცელიდისის წინააღმდეგობა ვეღარ დასძლია.

შეგახსენებთ, რომ ჩვენი ძიუდოისტები ორი საასპარეზო დღის
შემდეგ ჯერჯერობით უმედლოდ არიან.
მკითხველის კომენტარები / 18 /
გააგდეთ ცირეკიდზე......რას ელოდებით , დილეტანტიც კი დაინახავს არც შედეგი არც კლასი
kaxa
28 აპრილი 2018 17:33
0
თუშიშვილი გინდაც ჩემპიონი გახდეს და ბექამ ბრინჯაო მოიგოს,ევროპის ჩემპიონატი ჩაგდებულია.აქ შეიძლება მწვრთნელთა ცუდ მუშაობაზეც ვილაპარაკოთ, მაგრამ მთავარი მაინც რეგიონებში ცუდი მუშაობა მგონია.იხარჯება თანხები,შეჯიბრები,მაგრამ ნაკრებში ამჟამად შევსება მხოლოდ ქართლიდან მიდის.საგარეჯოს რაიონს,ახმეტის რაიონს,მოჭიდავეები ჰყავდა,თითოეულ რაიონის ნაკრებს,სსრკ ნაკრების წინააღმდეგ თანაბრად ბრძოლა შეეძლო და სხვა რაიონებსაც ყველას ჰყავდა თითო ოროლა ძალიან ძლიერი მოჭიდავე.ახლა ვიღას ვხედავთ ნაკრებში კახეთიდან?ძალიან მაგრად მუშაობენ ქართლში,მაგრამ ერთი რეგიონის ძალისხმევა,სტაბილური წარმატებებისათვის საკმარისი აღარ არის და თუ რეგიონში მუშაობა არ გაუმჯობესდა, მწვრთნელთა კვალიფიკაციის ამაღლება და დაინტერესება არ გაიზარდა,კახეთის ძიუდო დაღმავალი ხაზით ივლის.კონკურენციის შემცირება კი მთლიან დონესაც დაბლა დასცემს
სოსო
28 აპრილი 2018 17:28
0
ღმერთმა ქნას, რომ თუშიშვილი ჩემპიონი გახდეს, მაგრამ არცერთი მოჭიდავე ფორმაში არაა. სახით რომ არ ვცნობდეთ ღვინიაშვილს და ლიპოს ჭიდაობით ვერ იცნობთ. /არც სხვებს/ რატომ? მწვრთნელმა არ უზრუნველყოს ევროპის ჩემპიონატისთვის ძიუდოისტების ფორმის პიკი?
მერაბი გ.
28 აპრილი 2018 16:58
0
სამწუხაროდ, წააგო ბექამ. დილეტანტის ხედვა: არასწორი ტაქტიკით იჭიდავა!
????????
28 აპრილი 2018 16:43
0
დიდი პატივიცემა მაგრამ ვფიქრობ ამ ეტაპზე ჩხვიმიანი, ტატალაშვილი, და მარგიანის წაყვანა არ ღირდა. მე მაგალითათ 81-ში გავაორებდი კირაკოზაშვილი გრიგალაშვილით. და 66-ში ნინიაშვილით დავამატებდი?
zaza
28 აპრილი 2018 16:34
0
მარტო ფინალურ ბლოკს რომ აჩვენებს პირველი არხი რა უბედურებაა, ჩვენები იქამდე ვერ მიდიან და......
Alex
28 აპრილი 2018 16:26
0
დააბრუნეთ უზნაძე! ოლიმპიადა არა აპატიეთ მაგრამ მაგ დროს ბიჭები 10 თავით უკეთ ჭიდაობდნენ. მთელი წელი ველოდები და გული მწყდება რომ ეგეთი შედეგია. გურამს წარმატებები! დანარჩენ ბიჭებს გული არ გაიტეხოთ წინ უფრო დიდი ტურნირებია! ღმერთი თქვენსკენ.
gurami
28 აპრილი 2018 16:26
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული