ირაკლი ცირეკიძე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებს აღარ გაწვრთნის

AutoSharing Option
ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების გამოსვლას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ რაკლი ცირეკიძე და ამჟამინდელი სამწვრთნელო შტაბი ნაკრებს აღარ გაწვრთნიან.

"მივესალმები ქართული ძიუდოს გულშემატკივარს. პირველ რიგში, დიდი მადლობა იმ გვერდში დგომისთვის, რომელსაც ყოველთვის ვგრძნობთ ქართული ძიუდოს მიმართ. შესაბამისად, აქედან გამომდინარე, ჩავთვალეთ თავი ვალდებულად, პირველ რიგში, თქვენთვის გვეთქვა შეფასება ევროპის ჩემპიონატთან დაკავშირებით და უახლოესი გეგმების შესახებ გვესაუბრა.

ევროპის ჩემპიონატზე არმიღწეულ დადებით შედეგს ბევრი მიზეზი აქვს, მაგრამ დღეს ამის მოყოლას ბუნებრივია, არ აქვს არანაირი მნიშვნელობა.

თქვენთვის, ჩვენთვის, ყველასთვის მნიშვნელოვანია შედეგი,
რომელიც დღეს, სამწუხაროდ, ვერ იქნა მიღწეული, თუმცა ძალიან კარგად გვესმის, რომ ეს არის სპორტი და ყოველთვის შესაძლებელია მოხდეს მსგავსი რამ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ამ პასუხისმგებლობას არ ვიზიარეთ. აქედან გამომდინარე, მე ვესაუბრე ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელს, რომელიც სრულიად აცნობიერებს აღნიშნულ სიტუაციას.

ირაკლი ცირეკიძე და სამწვრთნელო შტაბი ეროვნულ ნაკრებთან აღარ გააგრძელებენ სამწვრთნელო პროცესს. შესაბამისად, უახლოეს პერიოდში ჩამოყალიბდება, როგორ უნდა განვითარდეს მოვლენები, რომ კარგად შევხვდეთ მომავალ მსოფლიოს ჩემპიონატს", - თქვა ქევხიშვილმა ვიდეომიმართვაში, რომელიც ძიუდოს ფედერაციის "ფეისბუქგვერდზე" გავრცელდა.   

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა 26-28 აპრილს, თელ-ავივში ევროპის ჩემპიონატზე წარუმატებლად იასპარეზა და ერთი მედალიც ვერ მოიპოვა.

▶ ზურაბ ზვიადაური: ქევხიშვილი ანადგურებს ძიუდოს!
▶ თუშიშვილი მსაჯებმა დაჩაგრეს და საქართველოს ნაკრები უმედლოდ დარჩა
მკითხველის კომენტარები / 4 /
თავად პრეზიდენტი რატომ არ გადადგა ესაა საინტერესო, თუ მწვრთნელების ბრალია მხოლოდ?
emigranti
23:36 30-04-2018
3
რათქმაუნდა აღარ, რადგან მათ გაწვრთვნის არაფერი ეტყობოდათ
reali
19:49 30-04-2018
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული