ზვიადაურის თქმით, დავით ქევხიშვილმა პასუხისმგებლობა უნდა აიღოს ჩემპიონატზე დაფიქსირებულ შედეგზე და მხოლოდ მის მიერ მიყვანილი მწვრთნელთა გუნდის გადაყენება საკმარისი არ არის. ზურაბ ზვიადაურის თქმით, ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი მოქმედებს ერთპიროვნული გადაწყვეტილებებით და აზრს არ ეკითხება მის გვერდით მყოფ ხალხს.
"როდესაც დავით ქევხიშვილი მოვიდა ფედერაციის სათავეში, მან თავისი გუნდი მოიყვანა. რამდენჯერმე გვქონდა მწვავე საუბარი. ის მოქმედებდა ერთპიროვნულად. მას სურდა მწვრთნელ უზნაძის გადაყენება,
მისივე თქმით, დავით ქევხიშვილი არ არის კარგი მენეჯერი და ვერ ახერხებს თანხების სწორად განაწილებას. ზურაბ ზვიადაურმა ახალგაზრდა თაობის მაგალითი მოიყვანა.
"ახალგაზრდებს ავარჯიშებს საკუთარ დარბაზში. ორწლიანი კონტრაქტი აქვს გაფორმებული და კაცი 80-90 ლარი ჯდება. ეს დაუშვებელია. როგორ გაიზრდებიან ახალგაზრდები, თუ უფროს თაობასთან არ აქვთ ურთიერთობა? ეს არის არასწორი მიდგომა და თანხების არასწორი ფლანგვა", - განაცხადა ზურაბ ზვიადაურმა.
გუშინ საქართველოს ძიუდოს ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბი სრული შემადგენლობით გადადგა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები თელ-ავივში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე უმედლოდ დარჩა. საქართველოს ნაკრებს ირაკლი ცირეკიძე ხელმძღვანელობდა.
▶ ირაკლი ცირეკიძე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებს აღარ გაწვრთნის
▶ ზურაბ ზვიადაური: ქევხიშვილი ანადგურებს ძიუდოს!
წყარო: ipn.ge
თუ ეს სიმართლეს შეესაბამება რაზეა საერთოდ ლაპარაკი.