ბექა ღვინიაშვილი: ჩემი აზრით, ამისგან ტრაგედიის შექმნა არ შეიძლება

AutoSharing Option
gjf.ge-ს ფოტო

საქართველოს ნაკრების ძიუდოისტის, ბექა ღვინიაშვილის თქმით, ევროპის ჩემპიონატზე წარუმატებელი ასპარეზობის გამო ძალიან დიდი ტრაგედია შეიქმნა.

ახალგაზრდა მოჭიდავისვე თქმით, ის ნაკრების ყოფილი მწვრთნელის, ირაკლი ცირეკიძის მიმართ სიმპათიით იყო განწყობილი და მას დადებითად აფასებს.

Sportall.ge ღვინიაშვილს დაუკავშირდა. ჩვენ მას ევროპის ჩემპიონატზე, ირაკლი ცირეკიძის წასვლაზე, ზურაბ ზვიადაურის განცხადებასა და სამომავლო გეგმებზე ვესაუბრეთ.

"ევროპის ჩემპიონატზე ვიტყოდი, რომ სპორტია და ყველაფერი ხდება. არავინ არ არის წაგებისგან დაზღვეული. შესაძლოა, მაგარი მომზადებული წახვიდე და უმედლოდ ჩამოხვიდე, ანდაც პირიქით.

ძალიან ბევრ ადამიანს დაებადა კითხვა, რატომ მოხდა
ეს ყველაფერი? კიდევ ერთხელ გავიმეორებ, სპორტია და ხდება.

იქ იყო ძალიან ბევრი ნიუანსი, მაგალითად, იყო მსაჯების შეცდომებიც, მაგრამ ამის გამო ტრაგედიას არ ვქმნით.

პირადად მე, მუხლზე ტრავმა მქონდა და 24 საათი ვიყავი ექიმებთან, მაგრამ სიმართლე გითხრათ, ოქროს მედალს მაინც ველოდი.

ზუსტად ვიცი, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე ამ შედეგს გამოვასწორებთ და მისთვის უფრო კარგად მოვემზადებით.

ირაკლი ცირეკიძისა და თითოეული მწვრთნელის მიმართ მე პირადად სიმპათია გამაჩნია, რადგან იბრძოდნენ, რაც შეეძლოთ. ძალ-ღონეს არ იშურებდნენ და ჩვენ გვერდით იდგნენ, მაგრამ უცბად ეს ცუდი შედეგი დაინახა ქართველმა გულშემატკივარმა და ამისგან ტრაგედია შექმნა.

ჩემი აზრით, ამისგან ტრაგედიის შექმნა არ შეიძლება, რადგან წინ მსოფლიო ჩემპიონატი და არაერთი შეჯიბრია.

საქართველოში ხშირ შემთხვევაში სულ ასე ხდება... გამოვედით ევროპის ჩემპიონატზე წარუმატებლად და ძალიან დიდი ტრაგედია შეიქმნა.

სიმართლე გითხრათ, ეს ყველაფერი არ მესიამოვნა, იმიტომ, რომ ეს ყველაფერი გამოსწორდება და ჩვენდა საკეთილდღეოდ წავა.

თითოეული სპორტსმენი შეცდომებზე სწავლობს და ჩვენც ჭკუას ვისწავლით. სამწუხაროა, რომ ცირეკიძე წავიდა. მე მას ძალიან დადებითად ვაფასებ.

რაც შეეხება ზვიადაურის კომენტარს, სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, რა დაწერა ზურამ და არც წამიკითხავს.

ამ საკითხში მე არც ვერევი, ჩემი საქმეა სპორტი, წინ მსოფლიო ჩემპიონატი და სხვა შეჯიბრებებია. ამიტომ არ ვინტერესდები, ვინ რა სტატია დაწერა და რა კომენტარი გააკეთა.

მწვრთნელის წასვლის შემდეგ რაღაც გეგმები აირია. დაგეგმილი იყო მსოფლიო ჩემპიონატამდე სხვა ტურნირზე ასპარეზობა.

ახლა ნამდვილად არ ვიცი, რომელ ტურნირზე ვიჭიდავებ. როდესაც მთავარი მწვრთნელი დაინიშნება, ეს მას შემდეგ გადაწყდება", - გვითხრა ღვინიაშვილმა.

▶ ირაკლი ცირეკიძე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებს აღარ გაწვრთნის
▶ ზურაბ ზვიადაური: ქევხიშვილი ანადგურებს ძიუდოს!
▶კრახი! - საქართველო ევროპის ჩემპიონატზე უკვე მეორე დღეა უმედლოდ რჩება
▶ ირაკლი ცირეკიძის ინტერვიუ და ევროპის ჩემპიონატის შეფასება, სანამ ნაკრებიდან გაათავისუფლებდნენ
მკითხველის კომენტარები / 11 /
ახალგაზრდა ქართველო სპორცმენი პრადოზე რომ დაჯდება, სპორცმენობა მეორე პლანზე გადასდის...
GV 707 IN

ლენდკრუიზერ პრადო ბევრი ოქროს მერე დაგესველებინა ჯობდა
giorgi
12:52 04-05-2018
6
ucnobi-ს. ნუ მიწყენ და თქვენი კომენტარი, უფრო ბოდვას გავს, ვიდრე მოსაზრებას. ანუ რა გამოდის, თუ ხარ მსოფლიოს ან თუნდაც ევროპის ჩედმპიონატების პრიზიორი, სპორცმენად არ ითვლები, მაგრამ თუ მსოფლიო ან ოლიმპიური ჩემპიონი გახდი, მხოლოდ მაშინ ხარ სპორცმენი? აბა შენ ყოფილხარ რა!!!! კარგით რა ხალხნო!! საიდან მოგდით ასეთი უნიკალური და განუმეორებელი აზრები!!! ბიჭებს წარმატება!! მჯერა ეს სულ მალე დადგება.
luka
16:41 02-05-2018
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული