დავით ქევხიშვილი: გადადგომას არ ვფიქრობ... რაში შევუშალე ხელი?

AutoSharing Option
ძიუდოს ფედერაციაში საქართველოს ნაკრების ძიუდოისტების დღევანდელ საგანგებო განცხადებასთან დაკავშირებით აღმასკომის სხდომა გაიმართა.

▶ "არ მივიღებთ მონაწილეობას არც ერთ შეჯიბრში და ვწყვეტთ ვარჯიშს, სანამ ფედერაციის პრეზიდენტი არ გადადგება"

"ვიმსჯელეთ დღევანდელ განცხადებაზე აღმასკომში. თანამდებობაზე, ბუნებრივია, არავინ არ არის გამოკიდებული. თვითონ ეს ფორმატი ბრალდებების არათუ ძიუდოში, არამედ სახელმწიფოშიც კი არ უნდა ხდებოდეს. ეს ბრალდებები არის სიცრუეზე დაფუძნებული. კონკრეტულად შეუძლიათ მითხრან, თუ რაში შევუშალე ხელი?

ამ ეტაპზე მე გადადგომას საერთოდ არ ვფიქრობ, ჩემი ერთადერთი საზრუნავი არის ის, რომ საზოგადოებას დავანახო ს
იმართლე და პასუხი გავცე იმ ცილისწამებას, რაც გაჟღერდა.

მე მაქვს ჩემი კონკრეტული ფუნქცია, მთავარ მწვრთნელს - თავისი. რამდენჯერაც შევხვედრივარ თუნდაც ვარლამს და მიკითხავს, რაიმე პრობლემა ხომ არ გაქვს-მეთქი, მას უთქვამს "არა". თუნდაც ზამთრის ამბავი გავიხსენოთ. მე შევხვდი წინა დღეს მას და იგივე ვკითხე, მან "არა" მიპასუხა და მეორე დღეს ტელევიზიებთან განაცხადა, რომ დარბაზებში სიცივე იყო.

ეს პროცესი, ბუნებრივია, მართულია, ისე არაფერი არ ხდება. არ მაინტერესებს ეს, ვის ინტერესშია. ეს რომ განვაცხადო, უნდა დავემსგავსო მათ, ვინც ოჯახის პრობლემებს საჯაროდ გამოფენენ. მე მათ ნებისმიერ კითხვას გავცემ პასუხს ნებისმიერ ფორმატში.

შემდეგი ოთხი თვე პროცესები გაგრძელდება ჩვეულებრივად. შესაბამისად, მათ ინტერესშია დაგეგმილ გრან პრიზე გამოსვლები. ამ ოთხ თვეში კი ნამდვილად გაირკვევა, ვინ არის მტყუან-მართალი.

ოჯახის შიდა ამბები არ უნდა გამოიტანო გარეთ, როცა მარტო შენ არ გეხება ეს და დიდი ოჯახია. მე მახსოვს 2009 წელს იგივე სიტუაცია, თუმცა მე არც ტელევიზიასთან, არც ფედერაციაში არ მივსულვარ და არსად არ მიჩივლია. მივედი მთავარ მწვრთნელთან, ვესაუბრე მას და მასთან დავბალანსდი. როცა მოვიდა დრო, რომ დამენებებინა კარიერისთვის თავი, ავიღე ჩემი კიმონო და ჩამოვკიდე კარადაში.

ფედერაციაში ნამდვილად არ არის ნეპოტიზმი და ის მწვრთნელებიც პროფესიონალურად იყვნენ დანიშნულები. ირაკლი ცირეკიძე არის ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონი, მისი გუნდიც შესაბამისად იყო დაკომპლექტებული", - აღნიშნა საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა.

რაც შეეხება კითხვას, ამ სპორტსმენების ბოიკოტის შემთხვევაში როგორ დაკომპლექტდება ეროვნული ნაკრები, ქევხიშვილის თქმით, ეს მწვრთნელის გადასაწყვეტი იქნება, რომელსაც ფედერაცია სპორტის სამინისტროსა და აღმასკომთან შეთანხმებით დანიშნავს.
მკითხველის კომენტარები / 19 /
ქევხიშვილიც უნდა გადადგეს და სპორტსმენებიც მოიკვეთოს ნაკრებიდან
ნურავის ეგონება რომ ნაკრები მხოლოდ მისია და შეუცვლელია რაც არუნდა დამსახურება ჰქონდეს






კახა
23:28 04-05-2018
9
როცა ესე , მთელ საქართველოს გვიყვარხართ და გაფასებთ ძიუდოისტებს, ესე სამარცხვინოთ არ უნდა მოქცეულიყავით, თქვენ შეურაცყვეთ ქარტველი ხალხი, ქართული დროშა, ეს ალბათ ვიღაც ნაძირლების წაქეზებით მოგივიდათ, მაგრამ მაინც არ გეპატიებათ, ევროპის ჩემპიონების და პრიზიორების რანგში უნდა მოგეთხოვათ არაფრისმაქნისი ქევხიშვილის გადადგომა თავისი ბანდით, ეხლა კი თქვენი საქციელით ბოიკოტი არა ქევხიშვილის ბანდას, არამედ სამშობლოს გამოუცხადეთ, რუსებთან მაინც გეჭიდავათ მთელი შემართებით. იმდეია ვინც წაგაქეზათ, არც მას და არც მის კადრს არ გააკარებთ ფედერაციას, იმედია ვინმე უპარტიო და პატიოსანი მოვა და შეინარჩუნებს ძიუდოს ოჯახის პრესტიჟს და ერთიანობას
llcl
22:23 04-05-2018
9

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული