დავით ქევხიშვილი: გადადგომას არ ვფიქრობ... რაში შევუშალე ხელი?

AutoSharing Option
ძიუდოს ფედერაციაში საქართველოს ნაკრების ძიუდოისტების დღევანდელ საგანგებო განცხადებასთან დაკავშირებით აღმასკომის სხდომა გაიმართა.

▶ "არ მივიღებთ მონაწილეობას არც ერთ შეჯიბრში და ვწყვეტთ ვარჯიშს, სანამ ფედერაციის პრეზიდენტი არ გადადგება"

"ვიმსჯელეთ დღევანდელ განცხადებაზე აღმასკომში. თანამდებობაზე, ბუნებრივია, არავინ არ არის გამოკიდებული. თვითონ ეს ფორმატი ბრალდებების არათუ ძიუდოში, არამედ სახელმწიფოშიც კი არ უნდა ხდებოდეს. ეს ბრალდებები არის სიცრუეზე დაფუძნებული. კონკრეტულად შეუძლიათ მითხრან, თუ რაში შევუშალე ხელი?

ამ ეტაპზე მე გადადგომას საერთოდ არ ვფიქრობ, ჩემი ერთადერთი საზრუნავი არის ის, რომ საზოგადოებას დავანახო ს
იმართლე და პასუხი გავცე იმ ცილისწამებას, რაც გაჟღერდა.

მე მაქვს ჩემი კონკრეტული ფუნქცია, მთავარ მწვრთნელს - თავისი. რამდენჯერაც შევხვედრივარ თუნდაც ვარლამს და მიკითხავს, რაიმე პრობლემა ხომ არ გაქვს-მეთქი, მას უთქვამს "არა". თუნდაც ზამთრის ამბავი გავიხსენოთ. მე შევხვდი წინა დღეს მას და იგივე ვკითხე, მან "არა" მიპასუხა და მეორე დღეს ტელევიზიებთან განაცხადა, რომ დარბაზებში სიცივე იყო.

ეს პროცესი, ბუნებრივია, მართულია, ისე არაფერი არ ხდება. არ მაინტერესებს ეს, ვის ინტერესშია. ეს რომ განვაცხადო, უნდა დავემსგავსო მათ, ვინც ოჯახის პრობლემებს საჯაროდ გამოფენენ. მე მათ ნებისმიერ კითხვას გავცემ პასუხს ნებისმიერ ფორმატში.

შემდეგი ოთხი თვე პროცესები გაგრძელდება ჩვეულებრივად. შესაბამისად, მათ ინტერესშია დაგეგმილ გრან პრიზე გამოსვლები. ამ ოთხ თვეში კი ნამდვილად გაირკვევა, ვინ არის მტყუან-მართალი.

ოჯახის შიდა ამბები არ უნდა გამოიტანო გარეთ, როცა მარტო შენ არ გეხება ეს და დიდი ოჯახია. მე მახსოვს 2009 წელს იგივე სიტუაცია, თუმცა მე არც ტელევიზიასთან, არც ფედერაციაში არ მივსულვარ და არსად არ მიჩივლია. მივედი მთავარ მწვრთნელთან, ვესაუბრე მას და მასთან დავბალანსდი. როცა მოვიდა დრო, რომ დამენებებინა კარიერისთვის თავი, ავიღე ჩემი კიმონო და ჩამოვკიდე კარადაში.

ფედერაციაში ნამდვილად არ არის ნეპოტიზმი და ის მწვრთნელებიც პროფესიონალურად იყვნენ დანიშნულები. ირაკლი ცირეკიძე არის ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონი, მისი გუნდიც შესაბამისად იყო დაკომპლექტებული", - აღნიშნა საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა.

რაც შეეხება კითხვას, ამ სპორტსმენების ბოიკოტის შემთხვევაში როგორ დაკომპლექტდება ეროვნული ნაკრები, ქევხიშვილის თქმით, ეს მწვრთნელის გადასაწყვეტი იქნება, რომელსაც ფედერაცია სპორტის სამინისტროსა და აღმასკომთან შეთანხმებით დანიშნავს.
მკითხველის კომენტარები / 19 /
ნაკრებმა თუ განგებ წააგო ევროპა(რაც არ მინდა ვირწმუნო) ძალიან უღირსები ყოფილან ეგენიც, ამ ტიპს რაც შეეხება ოჯახის ამბის არგამოტანაზე რომ საუბრობს, აშკარად ცოტა მწყრალადაა სახელმწიფოებრივ ხედვასთან, ჩემს ფულს ხარჯავ შე ოჯახაშენებულო და არ ხარ ვალდებული გამაგებინო რა ხდება?
b-52
04 მაისი 2018 20:04
1
როცა ესე , მთელ საქართველოს გვიყვარხართ და გაფასებთ ძიუდოისტებს, ესე სამარცხვინოთ არ უნდა მოქცეულიყავით, თქვენ შეურაცყვეთ ქარტველი ხალხი, ქართული დროშა, ეს ალბათ ვიღაც ნაძირლების წაქეზებით მოგივიდათ, მაგრამ მაინც არ გეპატიებათ, ევროპის ჩემპიონების და პრიზიორების რანგში უნდა მოგეთხოვათ არაფრისმაქნისი ქევხიშვილის გადადგომა თავისი ბანდით, ეხლა კი თქვენი საქციელით ბოიკოტი არა ქევხიშვილის ბანდას, არამედ სამშობლოს გამოუცხადეთ, რუსებთან მაინც გეჭიდავათ მთელი შემართებით. იმდეია ვინც წაგაქეზათ, არც მას და არც მის კადრს არ გააკარებთ ფედერაციას, იმედია ვინმე უპარტიო და პატიოსანი მოვა და შეინარჩუნებს ძიუდოს ოჯახის პრესტიჟს და ერთიანობას
llcl
04 მაისი 2018 22:23
9
დატოვე ფედერაცია, ან დატოვე პოლიტიკური თანამდებობა!!! და კიდევ რა უბედურებაა ეს პარტიულობა. აკეთეთ ან პოლიტიკის საქმე ან სპორტის საქმე. გამოდით პოსტსაბჭოური სიბნელიდან!
ლევანი
04 მაისი 2018 18:40
3
ნამდვილად არ ვიცი ვინ არის ამ კონკრეტულ შემთხვევაში მართალი, მაგრამ ერთი რამ ფაქტია -- ქევხიშვილი არ უნდა იყოს ფედერაციის პერზიდენტი.

მიზეზი მარტივია: არ შეიძლება ერთდროულად 2 ან 3 საპასუხისმგებლო თანამდებობაზე მუშაობდე. ეს მარტივად რომ ვთქვათ, არის დიიიდი უპასუხისმგებლობა და ამავე დროს უთავმოყვარეობა.

რომელი მენეჯმენტის გურუ ან ჰარვარდის კურსდამთავრებული ქევხიშვილი მყავს, რომ თან საკრებულოსაც ხარისხიანად უხელმძღვანელოს და თან ამხელა ფედერაციასაც? (მით უმეტეს, რომ კიდევ რაღაც მესამე სამსახური ქონია)

P.S. იგივე ეხება ზუსტად კობიაშვილსაც. ფეხბურთსაც რო "აყვავებს" და კანონშემოქმედებით საქმიანობაშიც რო "თავითაა გადაშვებული".
MIRIANI
04 მაისი 2018 18:28
2
ღირსეული პასუხი გასცა აჯანყებულებს!
ბრავო!
04 მაისი 2018 18:10
25
რა უნამუსო ყოფილა ეს ტვინგაყინული.
status quo
04 მაისი 2018 20:00
4
ვარლამზე როგორ ამბობთ ამ ყველაფერს დაგავიწყდათ ოლიმპიადა?! მეორე ადგილი დაიკავა და ცრემლებს ვერ იკავებდა კაცი! რა ცხვრებივით იქცევით ეხლა გამოვლენ ნაკრების ბიჭები და ამ ყველაფერს რომ პასუხს გასცემენ მერე იმათ მიემხრობით მერე ეს გამოვა ამას მიემხრობით და იყავით ასე ცხვრებივით! მე არ მესმის 3 ასეთი მაღალი რანგის სამსახური როგორ უნდა გქონდეს!!!! არმესმის ამ ბიჭებზე ცუდს როგორ ამბობთ აქ ზოგზოგიერთი
svan
04 მაისი 2018 21:24
1
მართალი ხარ თუ მტყუანი მაგას არ ააქვს მნიშვნელობა!! ძიუდო რომ კრიზიში არ სჰევიდეს უნდა გადადგე!!! მაგ საქციელს კაცობა ქვია!!
gurami
04 მაისი 2018 19:40
4
მოკლედ ეს ყოფილა მხოლოდ მამა აბრამის ბატკანი და ამის გარდა ყველა დამნაშავე ყოფილა იმ გაფარჩაკებაში, ძიუდოისტებიც,მწვრთნელებიც,მსაჯებიც და ალბათ დამლაგებლებიც.
ეს ვინ ყოფილა...
04 მაისი 2018 19:39
4
ეგრეც ვიცოდი, რომ ჩაებღაუჭებოდა ამ თანამდებობას! აბა, გადარეულან ბიჭები, "იდეალურ" პირობებს უქმნის და ესენი მაინც გადადგომას თხოვენ :) იმას მაინც რატომ არ აღარებს, რომ არაკომპეტენტური მწვრთნელის დანიშვნით მთელი 2 წელი წყალში ჩააყრევინა გუნდს და დღესაც სრულ გაურკვევლობაში ტოვებს!
kale
04 მაისი 2018 18:37
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული