დავით ქევხიშვილი: გადადგომას არ ვფიქრობ... რაში შევუშალე ხელი?

AutoSharing Option
ძიუდოს ფედერაციაში საქართველოს ნაკრების ძიუდოისტების დღევანდელ საგანგებო განცხადებასთან დაკავშირებით აღმასკომის სხდომა გაიმართა.

▶ "არ მივიღებთ მონაწილეობას არც ერთ შეჯიბრში და ვწყვეტთ ვარჯიშს, სანამ ფედერაციის პრეზიდენტი არ გადადგება"

"ვიმსჯელეთ დღევანდელ განცხადებაზე აღმასკომში. თანამდებობაზე, ბუნებრივია, არავინ არ არის გამოკიდებული. თვითონ ეს ფორმატი ბრალდებების არათუ ძიუდოში, არამედ სახელმწიფოშიც კი არ უნდა ხდებოდეს. ეს ბრალდებები არის სიცრუეზე დაფუძნებული. კონკრეტულად შეუძლიათ მითხრან, თუ რაში შევუშალე ხელი?

ამ ეტაპზე მე გადადგომას საერთოდ არ ვფიქრობ, ჩემი ერთადერთი საზრუნავი არის ის, რომ საზოგადოებას დავანახო ს
იმართლე და პასუხი გავცე იმ ცილისწამებას, რაც გაჟღერდა.

მე მაქვს ჩემი კონკრეტული ფუნქცია, მთავარ მწვრთნელს - თავისი. რამდენჯერაც შევხვედრივარ თუნდაც ვარლამს და მიკითხავს, რაიმე პრობლემა ხომ არ გაქვს-მეთქი, მას უთქვამს "არა". თუნდაც ზამთრის ამბავი გავიხსენოთ. მე შევხვდი წინა დღეს მას და იგივე ვკითხე, მან "არა" მიპასუხა და მეორე დღეს ტელევიზიებთან განაცხადა, რომ დარბაზებში სიცივე იყო.

ეს პროცესი, ბუნებრივია, მართულია, ისე არაფერი არ ხდება. არ მაინტერესებს ეს, ვის ინტერესშია. ეს რომ განვაცხადო, უნდა დავემსგავსო მათ, ვინც ოჯახის პრობლემებს საჯაროდ გამოფენენ. მე მათ ნებისმიერ კითხვას გავცემ პასუხს ნებისმიერ ფორმატში.

შემდეგი ოთხი თვე პროცესები გაგრძელდება ჩვეულებრივად. შესაბამისად, მათ ინტერესშია დაგეგმილ გრან პრიზე გამოსვლები. ამ ოთხ თვეში კი ნამდვილად გაირკვევა, ვინ არის მტყუან-მართალი.

ოჯახის შიდა ამბები არ უნდა გამოიტანო გარეთ, როცა მარტო შენ არ გეხება ეს და დიდი ოჯახია. მე მახსოვს 2009 წელს იგივე სიტუაცია, თუმცა მე არც ტელევიზიასთან, არც ფედერაციაში არ მივსულვარ და არსად არ მიჩივლია. მივედი მთავარ მწვრთნელთან, ვესაუბრე მას და მასთან დავბალანსდი. როცა მოვიდა დრო, რომ დამენებებინა კარიერისთვის თავი, ავიღე ჩემი კიმონო და ჩამოვკიდე კარადაში.

ფედერაციაში ნამდვილად არ არის ნეპოტიზმი და ის მწვრთნელებიც პროფესიონალურად იყვნენ დანიშნულები. ირაკლი ცირეკიძე არის ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონი, მისი გუნდიც შესაბამისად იყო დაკომპლექტებული", - აღნიშნა საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა.

რაც შეეხება კითხვას, ამ სპორტსმენების ბოიკოტის შემთხვევაში როგორ დაკომპლექტდება ეროვნული ნაკრები, ქევხიშვილის თქმით, ეს მწვრთნელის გადასაწყვეტი იქნება, რომელსაც ფედერაცია სპორტის სამინისტროსა და აღმასკომთან შეთანხმებით დანიშნავს.
მკითხველის კომენტარები / 19 /
დატოვე ფედერაცია, ან დატოვე პოლიტიკური თანამდებობა!!! და კიდევ რა უბედურებაა ეს პარტიულობა. აკეთეთ ან პოლიტიკის საქმე ან სპორტის საქმე. გამოდით პოსტსაბჭოური სიბნელიდან!
ლევანი
04 მაისი 2018 18:40
3
ეგრეც ვიცოდი, რომ ჩაებღაუჭებოდა ამ თანამდებობას! აბა, გადარეულან ბიჭები, "იდეალურ" პირობებს უქმნის და ესენი მაინც გადადგომას თხოვენ :) იმას მაინც რატომ არ აღარებს, რომ არაკომპეტენტური მწვრთნელის დანიშვნით მთელი 2 წელი წყალში ჩააყრევინა გუნდს და დღესაც სრულ გაურკვევლობაში ტოვებს!
kale
04 მაისი 2018 18:37
6
ცნობილია რო ზვიადაურს ძალიან ახლო ურთიერთობა აქვს ჩვენი ნაკრების წამყვან ძიუდოისტებთან, ხოოდა...
გულშემატკივარი
04 მაისი 2018 18:29
7
ნამდვილად არ ვიცი ვინ არის ამ კონკრეტულ შემთხვევაში მართალი, მაგრამ ერთი რამ ფაქტია -- ქევხიშვილი არ უნდა იყოს ფედერაციის პერზიდენტი.

მიზეზი მარტივია: არ შეიძლება ერთდროულად 2 ან 3 საპასუხისმგებლო თანამდებობაზე მუშაობდე. ეს მარტივად რომ ვთქვათ, არის დიიიდი უპასუხისმგებლობა და ამავე დროს უთავმოყვარეობა.

რომელი მენეჯმენტის გურუ ან ჰარვარდის კურსდამთავრებული ქევხიშვილი მყავს, რომ თან საკრებულოსაც ხარისხიანად უხელმძღვანელოს და თან ამხელა ფედერაციასაც? (მით უმეტეს, რომ კიდევ რაღაც მესამე სამსახური ქონია)

P.S. იგივე ეხება ზუსტად კობიაშვილსაც. ფეხბურთსაც რო "აყვავებს" და კანონშემოქმედებით საქმიანობაშიც რო "თავითაა გადაშვებული".
MIRIANI
04 მაისი 2018 18:28
2
ამათ სპეციალურად წაუგიათ ევროპაზე ეს ამბავი რომ ექნათ, კი ვიფიქრე როგორ ხბოსავით გაუგორდა მეთქი ლიპო იმ ბელარუსს და არა მარტო ლიპო.........ეეე ჯიგრებო რაღაცეებს აჩმახებთ უკვე, მართლა ვიღაცის მართულია ეს ყველაფერი...
zaza
04 მაისი 2018 18:27
8
ამ კიმანოებმა მყრალი სუნი ამოუშვეს!
ბერო
04 მაისი 2018 18:27
3
თუ ეს ,,რაღაც" მართალია ეს ვაჟკაცი ბიჭები სად გაქრენ?ისინიც რაღაცეები ყოფილან, აფერუმ თქვენს კაცობას
ana
04 მაისი 2018 18:13
11
ეს საერთოდ ნორმალურია? რეებს ბოდიალობს რა ოჯახი, რის შიდა სამზარეულო,თავი მაფიოზი გონია? ბიუჯეტის ფულს ხრავ ბიჭო, ხოდა კეთილი ინებე და გააგებინე გადამხდელებს რაში ხარჯავ ხალხის ფულს.
TBILISI
04 მაისი 2018 19:18
2
ღირსეული პასუხი გასცა აჯანყებულებს!
ბრავო!
04 მაისი 2018 18:10
25
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული