მიხეილ ყაველაშვილი: დავით ქევხიშვილი არ უნდა გადადგეს

AutoSharing Option
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, მიხეილ ყაველაშვილის აზრით, დავით ქევხიშვილი ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის პოსტიდან არ უნდა გადადგეს.

ამის შესახებ ყაველაშვილმა ჟურნალისტებს ძიუდოს ფედერაციაში განვითარებული მოვლენების კომენტირებისას განუცხადა.

"ყველამ უნდა გაითვალისწინოს წესდება და საკუთარი მოვალეობების ვალდებულება. ჩვენ შევხვდებით ორივე მხარეს, მოვუსმენთ და ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას. ეს არის ფედერაცია, დამოუკიდებელი ორგანიზაცია და უმჯობესია, თვითონ ძიუდოს ოჯახმა გადაწყვიტოს.

როგორც ვიცი, ყრილობა 10 მაისს არის დანიშნული და ალბათ, იქ იქნება საუბარი. ვეცდებით, რომ იქ მოხდეს ორივე მხარის კონცენტრირება.

პირადად ჩემთვის ბევრი რამ გაუგებარია მოთხოვნებში, თუმცა შეხვედრაზე,
ალბათ, უფრო მეტი მეცოდინება. ჩემი აზრით, ქევხიშვილი არ უნდა გადადგეს. ის არჩეული პრეზიდენტია და უმჯობესი იქნება, რომ იქ გააგრძელოს საქმიანობა", - განაცხადა ყაველაშვილმა.

ძიუდოისტების ნაწილი ფედერაციის პრეზიდენტის, დავით ქევხიშვილის თანამდებობიდან გადადგომას ითხოვს. მათ ამ მოთხოვნით რამდენიმე აქცია უკვე გამართეს. რამდენიმე დღის წინ დავით ქევხიშვილმა განაცხადა, რომ ის თანამდებობის დატოვებას არ აპირებს.

▶ ვარლამ ლიპარტელიანი: ქევხიშვილთან ჟურნალისტების თანდასწრებით შეხვედრა გვსურდა, თუმცა დღეს კაბინეტში არ იმყოფება
▶ ავთანდილ ჭრიკიშვილი: ყველაფერზე რომ ვილაპარაკოთ, ძალიან ცუდი რაღაცების თქმა მოგვიწევს...

წყარო: ipn.ge
მკითხველის კომენტარები / 12 /
მაშინ შენ და ქევხიშვილმა იჭიდავეთ.
პარლამენტარიც ასეთი უნდა
09 მაისი 2018 13:22
0
როცა ერთი კაცი მთელ გუნდთან საერთო ენას ვერ გამონახავს უნდა წავიდეს
ზურა
08 მაისი 2018 14:15
0
ქევხიშვილი ისეთივე შეუცვლელი პრეზიდენტია,როგორც შენ პარლამენტარი.თქვენ რომ არ გვყავდეთ რა გვეშველებოდა ხომ დაიქცეოდა სპორტი და ქვეყანა.
zas.
07 მაისი 2018 17:02
1
ყაველა ჯერ კიდევ 90-იანებიდან კარიერის დასაწყისშივე გამოირჩეოდა ფინტებითა და ცრუმოძრაობებით:))
ანესთეზეოლოგი
07 მაისი 2018 16:51
1
ყაველაშვილის საქმე ჩემი აზრით არარის ძიუდოს ოჯახში ჩარევა.რაც შეეხება ნაცებს და ფეხბურთს ნაცების დროს ფეხბურთი ჩვენ საერთიდ არ გვქონდა.და დღევანდელი ფეხბურთი არაფრით არარის მაშინდელზე სუსტი.ყველაზე კარგი იყო შევარდნაძის დროინდელი ფეხბურთი პირველი ოთხი წელი საქართველოს პირველობის რომელიც რათქმაუნდა საბჭოეთიდან გამოყოფილი გუნდების ფეხბურთელების დამსახურება იყოდა ისე ედიკა ხოარ გავაცოცხლოთ.ან რა ფეხბურთზეა საუბარი როცა ბათუმის დინამო დატოვენ უსტადიონოთ.დდ
ზაზა
07 მაისი 2018 16:17
1
ნაციონალების დროს ყაველაშვილი ხშირად ერთვებოდა ტელევიზიების პირდაპირ ეთერში ავსტრიიდან, ლანძღავდა და აგინებდა ფეხბურთის ფედერაციას,განსაკუთრებით მის ყოფილ პრეზიდენტებს,ასევე დასძენდა,რომ მას აქვს ქართული ფეხბურთის გადარჩენის გეგმა და მას შემდეგ,როცა ხელისუფლება შეიცვლებოდა ის დაბრუნდებოდა საქართველოში და ყველაფერს გააკეთებდა ქართული ფეხბურთის ასაყვავებლად,თუ ჩემი არ გჯერათ ამოიღეთ ინტერნეტში მისი მაშინდელი სიტყვები და დარწმუნდებით სიმართლეში,სინამდვილეში რა მოხდა, პირიქით,ქართული ფეხბურთი გაცილებით ცუდ დღეშია დღეს ვიდრე ნაციონალების დროს იყო,ყაველაშვილი სად არის?პარლამენტში,თბილ ადგილზე,ქართული ფეხბურთი კი სულს ღაფავს,ხალხო ნუთუ ასე დავეცით,რომ ყაველაშვილს და მისნაირებს პასუხს არ თხოვთ,ნუთუ ყაველაშვილისნაირებმა უნდა მოგვატყუონ,გაგვაცუცურაკონ,ბოლო-ბოლო გაიგეთ,რომ ისინი ცრუპენტელები არიან,მათ საკუთარი კეთილდღეობის გარდა არაფერი აინტერესებთ,გეკითხები ყავილაშვილო:სად არის ქართული ფეხბურთის განვითარების გეგმა,სად არის შედეგი?ფაქტი ერთია საკუთარი ჯიბე გაისქელე და დანარჩენი ყველაფერი წყალსაც წაუღია,აი ეს ხარ შენ და უამრავი შენისთანა,რომლებიც სისხლს წოვთ შვენს ხალხს და ქვეყანას,მაგრამ მალე დადგება დრო,როდესაც ყველას მოგიწევთ კითხვებზე პასუხის გაცემა.
roma
07 მაისი 2018 15:28
6
ფედერაცია თუ დამოუკიდებელი ორგანიზაციაა, რა უნდა მად პარტიულ პირს, ან კობიაშვილი რატომ არის პრეზიდენტი, ერთს ამბობთ და მეორეს აკეთებთ, რასაც ნაცები აკეთებდნენ, იმას, ვერ მორჩით ეს "პოლიტიკოსები" ხელის ყველგან ფათურს, სხვაგან აფათურეთ ეგ ხელები
llcl
07 მაისი 2018 15:17
0
და რა საერთო აქვს ამ ყაველაშვილს ქევხიშვილთან? რომელ წესდებაზეა ლაპარაკი, კაცს შეჯიბრებზე თუ გულშემატკივრები (საინტერესოა მათი გვარ-სახელები და კავშირები) დაჰყავდა და არა, ვთქვათ, ახალგაზრდა ძიუდოისტები, ვინს რეალურადაც უქომაგებდა და გამოცდილებასაც მიიღებდა? ეს ხომ ქევხიშვილის პირადი ფული არ იყო? ნორმალური და საქმეზე გულშემატკივარი პარლამენტარი იტყოდა - იქნებ ამ ხარჯების სისწორე სათანადო უწყებებმა შეისწავლონო... არა? და მაშინ, როცა ძიუდოისტი ჭრიკიშვილი წერს, ყველაფერზე რომ ვილაპარაკოთ, ძალიან ცუდი რამეების თქმა მოგვიწევსო...დანარჩენი ძიუდოისტები ამბობენ - მასაჟისტები არ დააფინანსა, ფული არ გვაქვსო და გასართობად წაუყვანია ხალხი...რა, უფასო საექსკურსიო ბიუროა?
lia
07 მაისი 2018 14:46
3
ყაველ! მეექვსე კალათაში მოხვედრის და ფარერის კუნძულების რომ არ გვეშინოდეს შენს წინადადებაზე ვიმსჯელებდით!
dziudoisti
07 მაისი 2018 14:37
1
მიდი ჯიგარო პრემიებს მიხედე არ დაგიგვიანდეს. მოჭიდავეებს კი დააცადე თვითონ უკეთესად იციან რა როგორ უნდა იყვეს. უნდა გადადგეს ქევხიშვილი და თან სასწრაფოდ.
nika
07 მაისი 2018 14:30
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული