დავით ქევხიშვილი: არ გადავდგები და ლიპარტელიანს მოვუწოდებ, მოიქცეს ისე, როგორც კაპიტანს ეკადრება

AutoSharing Option
ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა ყრილობის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

"ძიუდოისტებს არ ჰქონიათ კითხვები. ისინი მოვიდნენ იმისთვის, რომ წარმოეჩინათ, თითქოს ფედერაციაში არის პრობლემები. მე ამ სამი დღის განმავლობაში რაც მოვისმინე, ეს შევაჯამე და წარვუდგინე ჩემი პასუხები ყრილობას. პირველ რიგში, ძიუდოს ოჯახის მიმართ ვარ ანგარიშვალდებული.

ძალიან კარგია, რომ სამინისტრომ გააკეთა კომისია და ვიმედოვნებ, გვექნება შესაძლებლობა, ამ ფორმატში გვქონდეს დიალოგი. ვფიქრობ, რომ საერთო ენა მაინც გამოინახება.

როცა ვესაუბრები ძიუდოისტებს, ისინი მეუბნებიან, რომ ჩემთან მოთხოვნები არა აქვთ. ისინი ასევე მეუბნებიან, რომ "გუნდია" და ამიტომ
არიან ერთად.

ვარლამ ლიპარტელიანს მინდა მივმართო, მასზე წინ მე ვიყავი გუნდის კაპიტანი და 2009 წელს, როცა გარკვეული პრობლემები იყო, მე შიდა სამზარეულო გარეთ არ გამიტანია და არც ვარჯიში შემიწყვეტია. მე მაშინ ვესაუბრე მწვრთნელს და დიალოგით მოვაგვარეთ ეს ამბავი.

როცა კაპიტანი ხარ, არ შეიძლება ასე პროვოცირებდე და ბიჭებს ამ გზაზე აყენებდე. ვარლამ ლიპარტელიანს მოვუწოდებ, მოიქცეს ისე, როგორც კაპიტანს ეკადრება!

რა თქმა უნდა, ამ პროცესების უკან დგას რაღაც ჯგუფები და მე ამას არ ვუღრმავდები. არ იქნება სწორი, რომ მე გადავდგე, რადგან მათ ასე უნდათ, რადგან მათგან მე არგუმენტებიც კი ვერ მოვისმინე. ამ ყველაფერს წყვეტს ყრილობა და მათ მოისმინეს დღეს ჩემი პოზიცია".

▶ ქევხიშვილისგან ვაჟკაცურ გადაწყვეტილებას ველოდებით - ძიუდოისტებმა ყრილობა პროტესტის ნიშნად დატოვეს [VIDEO]
▶ ძიუდოს ფედერაციასთან დავით ქევხიშვილის მხარდამჭერები შეიკრიბნენ
მკითხველის კომენტარები / 53 /
ეეეეეეეეეე! არ აყროლა აქაურობ!
ზვიადაური
10 მაისი 2018 18:44
1
ვაა,რა უსინდისო ვინმე ყოფილა?!
gio
10 მაისი 2018 18:39
1
ყვარყვარე (ქევხიშვილი): " სალამი პროლეტარიატის წარმომადგენლებს"!
გუჯარა
10 მაისი 2018 18:34
2
გადადექი და პატივისცემა და სახელი მაინც დაიტოვე. თორემ ხალხი თავისას მაინც მიახწევს და არც თანამდებობა და აღარც პატივისცემა აღარ დაგრჩება. და პირველ რიგში ყაველაშვილებისთვის აღარ იქნები საინტერესო და პატივცემული. ესეა ეს კარიერისტული ცხოვრება მოწყობილი.
kolega
10 მაისი 2018 18:31
2
ყვარყვარე(ქევხიშვილი): "ბიჭო რევოლუციამ მე ტანჯვის მეტი რა მარგუნა? ჯერ იყო და ქვეყანას რომ ეძინა მაშინ ვფხიზლობდი მე! ახლა არის და ისევ ხალხს უნდა ვემსახურო და ვიტანჯო! თქვენ რა გენაღვლებათ, ძიუდოს ველზე რომ დავეცემი თქვენ არ დაგჩებათ ყველაფერი!? (მანამდე არ აგიდგათ გვერდები).
გამგე
10 მაისი 2018 18:30
2
იმიტომაც არ ვიფიქრე ევროპაზე როგორ გაუგორდა ლიპო ხბოსავით ბელორუს!
ევრო
10 მაისი 2018 18:14
7
,,ოჯახს" შეურაწყოფას აყენებენ ამ ტერმინის ესე უპრაგონო გამოყენებით, მაგ ოჯახში ვინმე იობარი შეგეპარათ და დაგერიათ სათითაოდ.
ისააკი
10 მაისი 2018 18:10
0
მაგას თუღა ქვია ოჯახი, კი ბატონო.
გიორგი
10 მაისი 2018 17:56
0
იქნებ წაიკითხოს ქევხიშვილმა კომენტარები და თავად მიხვდეს ვის მხარესაა სიმართლე და ხალხი
givi
10 მაისი 2018 17:55
1
ქევხიშვილს რომ ვუყურებ, კურტანიძე მახსენდება, მან კი როგორ დაამთავრა კარგად მახსოვს. თქვენც ბოლოსდაბოლოს თქვით რა რისი თქმაც გსურთ, ვერ ხედავთ, რომ თავისით არ მიდის, თქვით და მორჩება ეს აბრაკატაბრა
bmb
10 მაისი 2018 17:45
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული