ვარლამ ლიპარტელიანი: ბოიკოტს ვაგრძელებთ და შეკითხვებზე პასუხებს ველოდებით

AutoSharing Option
საქართველოს ძიუდოს ნაკრების კაპიტნის, ვარლამ ლიპარტელიანის განცხადებით, ძიუდოისტების მოთხოვნა ფედერაციის პრეზიდენტის, დავით ქევხიშვილის გადადგომის თაობაზე, ძალაშია. როგორც ლიპარტელიანმა "ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ასევე გრძელდება ბოიკოტი და ძიუდოისტები არ ვარჯიშობენ.

"ბოიკოტს ვაგრძელებთ, ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის გადადგომას მოვითხოვთ და ჩვენს შეკითხვებზე პასუხის გაცემას ველოდებით. იმედი გვაქვს, რომ კომპეტენტური პირები - კომისია იქნება ეს, სპორტის სამინისტრო, სპორტის კომიტეტი თუ სხვა, ამ კითხვებზე პასუხის გაცემაში დაგვეხმარებიან“, - განაცხადა ლიპარტელიანმა.

შეგახსენებთ, ძიუდოისტების ნაწილი ორ კვირაზე მეტია ფედერაციის პრეზიდენტის, დავით ქევხიშვილის გადადგომას მოითხოვენ. სპორტსმენთა განცხადებით, ქევხიშვილი ვერ უმკლავდება
ფედერაციაში არსებულ პრობლემებს. ასევე, კითხვის ნიშნებს იწვევს ის საკადრო გადაწყვეტილებები, რომლებიც უშუალოდ ფედერაციის პრეზიდენტმა განახორციელა.

▶ მომზადებულია Ipn.ge-ს მიხედვით

▶ ბრძოლა სიმართლისთვის გრძელდება - რას წერს ვარლამ ლიპარტელიანი სოციალურ ქსელში
▶ ზურაბ ზვიადაური: მიმიფურთხებია იმ ადამიანებისთვის, ვინც ამ უკანონობას თავი აარიდა
მკითხველის კომენტარები / 5 /
სოსო, საინტერესო მოსაზრება კი დადეთ, მაგრამ არც ისე სიღრმისეული. მე როგორც სულ სხვა პროფესიის ადანიანი, რომელიც გარედან უყურებს ამას, მაინც ვფიქრობ, რომ ლიპარტელიანს და მისი "გუნდს", უნდა მოეთხოვათ ქევხიშვილის გადადგომა მხოლოდ მას შემდეგ, რაც ყველა ის დარღვევა თუ გადაცდომა დამტკიცდებოდა, რაც მათ წაუყენეს პრეზიდენტს. ახლა რა გამოვიდა? გამოვიდა ის, რომ კომისიამ ვერაფერი დარღვევა ვერ აღმოაჩინა და ლიპო და მისი მომხრეები აღმოჩნდნენ არასასურველ და ფაქტიურად გამოუვალ მდგომარეობაში. რა გაგრძელება შეიძლება ქონდეს ამ საკითხს? გამასავალია ორია. ან ქენხიშვილი თავისი ნებით უნდა გადაგეს, თანაც მართალი კაცის იმიჯით ან ლიპომ და მისმა "გუნდმა" უნდა დაღუნონ თავები და წავიდნენ ან აქტიუტრი სპორტიდან ან სხვა ქვეყნების სახელით გამოვიდნენ (საუკეტესო ვარიანტი თურქეთია, სადაც მთავარ მწვრთნელად მათი საყვარელი ადამიანი ნოზაძეა). შეუცვლლი კი არავინაა დედამიწის ზურგზე. აი ეს მოიტანა ლიპოს გაუაზრებელმა და გაუთვლელმა სვლებმა. ცუდი ისაა, რომ ამით ქართული ძიუდო დაზარალდა, თანაც ყველა ვარიანტში, იმის მიუხედავად ვინ წავა თუ ვინ დარჩება
saso
16 მაისი 2018 16:49
4
შენ ეტყობა ფედერაციის ან ფედერაციაში შემავალი რომელიღაცა კომიტეტის წევრი ხარ. ქართველ ხალხს სხვა შეხედულება აქვთ შენი და ქევხიშვილისგან განსხვავებით! ერთ რამეში დარწმუნებული იყავი. სიმართლეს ვერავინ ვერ დაუდგება წინ. და ქევხიშვილის ნაირებს ვერ უშველის ვერც სასო და ვერც სოსო. ანუ რა მნიშვნელობა აქვს ორივენი ხომ ერთი პიროვნება ხართ! ხოლო თურქეთისთვის შენი ახლობლები გაიმეტე!
saso-s
16 მაისი 2018 17:44
1
არ ვიცი ტყუის თუ არა ქევხიშვილი,მაგრამ ცამდე მართალიც რომ იყოს,მაინც უნდა წამოვიდეს.როცა მოქმედი ნაღები შენს წინააღმდეგაა,მნიშვნელობა აღარ აქვს მტყუან მართალს.წამოდი თანამდებობიდან და შემდეგ დაამტკიცე შენი სიმართლე.სახელმწიფოებრივად ასე იქნება სწორი და თუ ჯიბრის გულისათვის გაჯიქდება,მაშინ რაღა უნდა ამისთანა ადამიანს თანამდებობაზე?ფაქტი ერთია,ქევხიშვილის თანამდებობაზე ყოფნით,ქართული ძიუდო ზარალდება და ყოველი დღე ამ ზიანს ზრდის.
სოსო
16 მაისი 2018 11:19
1
ხელისუფლებას!!!! რატომღაც ხელისუფლება ვერასოდეს ვერ თვლის რისკ ფაქტორებს. ამ ბიჭების გვერდით 1000-ჯერ უფრო მეტი ადამიანი დაგას ვიდრე კლუბური ნარკოტიკების მხარ დამჭერები არიან. მართლა გულით არ მინდა რომ ხელისუფლებას რამე დიკომფორტი შეექმნას, ერთი ატკატშიკი თანაპარტიელის გამო. გთხოვთ ნუ ცდით ქართველი ხალხის ნერვებს ისედაც დაძაბული გვაქვს ყველას ნერვები. დაუდექით ამ ბიჭებს გვერდით. ეს ბიჭები ბევრ სიხარულს მოგიტანენ როგორც თქვენ ესევე ყველა გულანთებულ ქართველებს.
gio
15 მაისი 2018 16:49
0
ქევხიშვილს, სამინისტროს, ოლიმპიურ კომიტეტს ვკიდივართ თუ რაშია საქმე? განცხადება მაინც გააკეთონ გავიდა ერთი კვირა, არაფერი გამოიკვეთა?... ატკატები და გამქრალი ფულები არაა საბაბი... ხაბარელმა ,,ვობშემ" ეს ატკატები ქევხიშვილი ნოუჰაუაო და იმედია ეს სარკაზმით თქვა და ამაში დადებითს არაფერს ხედავს
guga
15 მაისი 2018 13:19
0

სიახლეები პოპულარული