ვარლამ ლიპარტელიანი: თუ ვინმეს ჰგონია, რომ ამით დავკმაყოფილდით, ცდება!

AutoSharing Option
ძიუდოისტი ვარლამ ლიპარტელიანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

"თუ ვინმეს ჰგონია, რომ რომელიმე კითხვას ამომწურავი პასუხი გაეცა და ჩვენ ამით დავკმაყოფილდებით, ეს ესე არ არის! ვერცერთ კითხვაზე ამომწურავი პასუხი ვერ მივიღეთ!

რატომ იყვნენ თავის დროზე კვალიფიცირებული მწვრთნელები გათავისუფლებულები? რამ გამოიწვია ეს უშედეგობა?

ვინ მიიღო თავის დროზე ეს გადაწყვეტილება, რომ მოსულიყვნენ ისეთი ადამიანები, ვისაც ფაქტობრივად, სამწვრთნელო გამოცდილება არ ჰქონდათ!
ვისი პასუხისმგებლობაა, როდესაც გუნდი წლების განმავლობაში უკან მიდის და შედეგი არ არის!

რატომ იყო ბევრ სპორტსმენზე უარი ნათქვამი, შეკრებაზე წასვლა იქნება თუ შეჯიბრზე?
იმის გამო, რომ თანხები არ არის საკმარისი, როდესაც ფედერაციის პრეზიდენტი ამბობს, რომ ფული უდევს ანგარიშზე!

როდესაც ვამბობთ, რომ მასაჟისტი არ გვყავდა ევროპის ჩემპიონატზე, კონკრეტულ პასუხებს ველოდებით და არა ისეთს, როგორსაც ვისმენთ!

ვინ დგას ჩვენ უკან ვინ გვმართავს ჩვენ, კონკრეტული სახელი და გვარი ან გვარები? რატომ მოხდა ისე, რომ 2 წლის განმავლობაში მხოლოდ 9 დღე ვიყავით იაპონიაში?

რატომ არ აძლევენ ახალგაზრდა ძიუდოისტებს ჩვენთან ვარჯიშის საშუალებას?

რა მიზეზით არ მიიღეს ახალგაზრდა ძიუდოისტებმა ზედაზენზე მოგებული საპრიზო თანხები და თუ აიღებდნენ კუთვნილ თანხებს, რატომ უნდა წასულიყვნენ ნაკრებიდან?

ეს და სხვა უამრავი შეკითხვა, რომელიც დავსვით, ვერცერთზე პასუხი ვერ მივიღეთ!

ის, რომ ფინანსურად და ქაღალდებით ფედერაციას თითქოს სწორად აქვს გატარებული ყველაფერი, გასაგებია და ჩვენ არც გვითქვამს, რომ ვინმემ სახლში წაიღო რაიმე თანხა! აქ მხოლოდ იმაზე იყო საუბარი, რადენად მიზანმიმართულად იხარჯებოდა ის თანხები და რამდენად სწორად ხდება ბიუჯეტის თანხების განკარგვა!

როდესაც წლის დასაწყისში მხოლოდ სამი სპორტსმენი მიდის საერთაშორისო შეკრებაზე იმის გამო, რომ თანხები არ არის საკმარისი, ამაზე პასუხი სად არის? ასეთი კიდევ უამრავი შემთხვევაა და პასუხები აბსოლუტურად მიუღებელია ჩვენთვის! ჩვენ ვაგრძელებთ ჯანსაღ პროტესტს და ვიბრძოლებთ სიმართლისთვის ბოლომდე!", - წერს ლიპარტელიანი.

▶ ვარლამ ლიპარტელიანი: ბოიკოტს ვაგრძელებთ და შეკითხვებზე პასუხებს ველოდებით
▶ ზურაბ ზვიადაური: მიმიფურთხებია იმ ადამიანებისთვის, ვინც ამ უკანონობას თავი აარიდა
მკითხველის კომენტარები / 33 /
ჟურნალისტს მინდა ვთხოვო იქნებ დამატებით გაარკვიოთ თუ როგორ ხდება ძიუოდოს ნაკრებში სპორტსმენის აყვანა? თვითონ როგორც ძიუდოს ფედერაციამ განმარტა ევროპასა და მსოფლიოზე მიყავთ ის სპორტსმენი ვინც მწრთვნელებს უნდათ და ადამიანი შეიძლება 10 გზის საქართველოს ჩემპიონი იყოს და არ წაიყვანონ არც ევროპაზე და არც მსოფლიოზე. ამისი მაგალითი უკვე გვაქვს. და კიდევ, ვფიქრობ რომ სპორტსმენი რომელიც არ იჭიდავებს ან თუნდაც ვერ იჭიდავებს საქართველოს ჩემპიონატს უნდა დადგეს მისი ნაკრებში ჩანაცვლების საკითხი.
გიორგი
17 მაისი 2018 16:59
1
ლიპო შენ და ჭრიკომ ხელი გაანძრიეთ და იჭიდავეთ თუ გაქვთ თავი, თუ არა და ტყუილა არავინ მოგაჯენთ თქვენ "მუქთა" მაყუთზე.
ტამუსი
17 მაისი 2018 16:57
23
status quo, ნუ ბაქი ბუქობ რა!!!! ფრთხილად იყავი შენ არავინ "დაგადოს" იქეთ ბორკილები.
გამომივიდა ესეც ოპერი
17 მაისი 2018 16:49
4
ვარლამ, ხომ ხედავთ რომ კაცი არ მიდის. ყველა საკითხი გავლილი და გაიასნებულია. თქვენ კიდევ იგივე შეკითხვებს სვავთ. მოდით და ბოლო ბოლო თქვით, თუ არ გადადგება რა არის თქვენი დღის წესრიგი. გადაგაყოლოთ ქართული ძიუდო თქვენ და ქებხიშვილს თუ რაშია საქმე. კარგით რა. ჩვენც, უბრალო გულშემატკივრებსაც გვეცით ცოტა პატივი რა!!!! უკვე მოუკრეფავსაც გასცდით და გამირ მიწებსაც.
givi
17 მაისი 2018 16:44
13
თქვენი კომენტარებიდან რა გამოდის რომ ქევხიშვილი უნდა დარჩეს და დააქციოს ძიუდო? თან ლიპოს, ჩვენ საამაყო კაცს ეუბნებით წადი ქევხიშვილთან ,ამ უნამუსო კაცთან ერთადო.ლიპო 30 წლისაა და 2-3 წელი კიდევ შეუძლია მაღალ დონეზე ჭიდაობა.თუ მაგის წონაში კიდევ გვყავს მაგის დონის.სულით ქართველი კაცის კომენტარები არა მგონია ეს იყოს.კომისიაში ვინ იყვნენ ყაველაშვილის დონის ადამიანები რომლებიც კბილებით იცავენ ოცნების აქტივისტებს.თან ყვარლის საკრებულოს თავმჯდომარეც რომ ყოფილა ეს უწიგნური. ამიტომაც გვაქვს კარგად საქმე.
ეს რა ჭირი გვჭირს
17 მაისი 2018 16:44
3
ქევხიშვილს არც საბუთებში ექნება დალაგებულად საქმე,თუ კომპეტენტური სპეციალისტი ჩაიხედავს.კომისიის შექმნა არის საქმის ჩაფარცხვის ყველაზე იოლი ხერხი.იქ არავინაა კომპეტენტური არამიზნობრიობის და თანხების მითვისების აღმომჩენი,აბა შემიშვით და ბორკილდადებულს გამოგიყვანთ ქევხოს და სხვებსაც.
status quo
17 მაისი 2018 16:41
1
შენ ისე ხარ თვითონ ჩაბმული კრიმინალში და ფულების მითვისებაში,, რომ უკვე თვითონაც ისწავლე რა დროს დაგადებენ ბორკილებს. ისე ღმერთმა შეგარგოს რა "მაყუთსაც" შენ ღუნავ,,,,,,
status quo-s
17 მაისი 2018 16:53
6
guga, შენ თუ გგონია, რომ მე ბიჭების, როგორც სპორცმენების, რაიმე საწინაამღდეგო მაქვს, ძალიან ცდები. შენ ვერ გაიგე ჩემი კომენტარის ძირითადი აზრი. შენ უკვე ქევხიშვილის თანამდებობეს გამოეკიდე. ეს შენი მოთხოვნაა თუ სპორცმენების? სპორცმენებისაგან ასეთი რამ არ გამიგია. მათ სულ სხვა მოთხოვნები აქვთ. სხვათაშორის სპორტის უმეტეს სახეობებში პრეზიდენტები ყოველთვის რაღაც თანამდებობეს იკავებდნენ და დღესაც ასეა. ასე რომ ლიპო და ქევხიშვილი უნდა წავიდნენ ამ ეტაპზე ძიუდოდან და ყველაფერი დალაგდება. და არა მხოლოდ ქევხიშვილი.
გალაქტო
17 მაისი 2018 16:38
9
გალაქტო ძმაო, რეიტინგის პირველი ნომერი რა ლოგიკით უნდა წავიდეს ძიუდოდად არ მესმის. გუგა არ ვიცი რას გულისხმობს, მარა ქევხიშვილის თემაა ზუსტად ის რამაც ამხელა ვაკუუმი გამოიწვია... და ძირითადი მოტხოვნაც ეგ იყო ბიჭების რო წავიდეს კაცურად. საერთოდ რო არაფერი ყოფილიყო თუ ქვეყანა გიყვარს, ძიუდო გიყვარს პირადი უკან უნდა გადასწიო ამ დროს და ამხელა ტიტულოვანი სპორტსმენების კარიერა და შესაბამისად მასზე მიბმული ქარტველი სპორტის მოყვარულების ბედნიერება რომაა მიბმული შენს გადადგომასტან უნდა წახვიდე რაა... რა კომისია, რა გაპრავება, რა ,,ნოუჰაუ". კარს მოგვადგა მსოფლიო და მინდა ყველაფერი საქართველოს სასიკეთეთოდ დამთავრდეს, სხვა არაფერი პირადული
Irakli Apkhaidze
17 მაისი 2018 17:02
2
ვარლამ დიდი პატივისცემის მიუხედავად ეხლა უკვე ზედმეტები მოგდით, ქევხიშვილი ანგელოზია არაა, არავინ იძახის მაგას მაგრამ თქვენ რასაც აკეთებთ ამით სახელს უფუჭებთ მთელს ქვეყანას. მე არ ვიცი შიგნით რა ხდება მაგრამ ეხლა რაც გამოჩნდა რაღაც თითიდან გამოწოვილი მიზეზიბის გამო ტეხავთ ამხელა ამბავს. მემგონი მართლა ჩაგდებული ევროპის მერე გინდათ გადაფაროთ ამ ყველაფრით და გადააბრალოთ თქვენი უნიათობა სხვაას. სად ქონდა საერთოდ თქვენს წინა თაობას პირობები მაგრამ ოლიმპიური ჩემპიონები ხდებოდნენ, კაცს თუ ვარჯიში უნდა არავინ უშლის ვარჯიშს მაგას ეხლა თქვენ რასაც აკეთებთ ერთი ადგილის ქიცინი ქვია...
toma
17 მაისი 2018 16:10
18
ამათ მოსდით კიდე ზედმეტი?.. აბა ქართული ოცნების წევრი არ იყოს ქევხიშვილი თუ ასე დაუწყებდნენ ლოლიავს..? უფრო დიდი აყროლებული ვირთხაა მანდ რომელიც ალაბთ ვიცი რაცაა და მაგიტომ მეშინია რომ ჩვენ სპორტს და ზოგადად ქვეყნის მომავალს ძაან გაუჭირდება... და არა იმიტომ რომ ვიღაცამ რუსთაველზე ,,გასულმა" იცეკვა... ვაი ვაი და კიდე უფრო ვაი ამ კომენტარების მერე...
გუგა
17 მაისი 2018 16:24
2
შენც და ქევხიშვილმაც უკვე მოჭამეთ თქვენი დრო ძიუდოში! ჰოდა ბიძიკო, დაიხურეთ ქუდები და წადით სახლში! მიბაძეთ ვაჟკაც მორაგბეებს, სადაც 2-ვე მოდავე მხარეს ეყო გონიერება და განერიდა ვითარებას, რათა დიდ კონფლიქტამდე არ მისულიყო საქმე
varlams
17 მაისი 2018 16:00
17
რეიტინგის პირველი ნომერია კაცი რომელიც ახალ წონაში ცოტა ხნის წინ გადავიდა და ამას ჰქვია რო სახლში უნდა წავიდეს? მაგარი კომპეტენტურობა გეტყობა ვიღაცა ხარ
Irakli Apkhaidze
17 მაისი 2018 16:11
1
SigniT შიგნით რა ხდება მე არ ვიცი თუმცა არა სწორად სად იქცევით იმის თქმა შემიძლია კომისია ხომ შეიქმნა? ვერ იტყვიტ არ შექმნილაო კომისიის დასკვნის დადებამდე უნდა შეგეწყვიტათ ბოიკოტი თუ კომისიან დადო უარყოფითი დასკვნა გადადგება სულ ცოტა პრეზიდენტი ხოლო თუ ვერაფერი ნახა კომისიამ კანონსაწინააღმდეგო გამოდის ვიღაც მართლა გმართავთ მაგ ბოიკოტიტ და მსოფლიოს ჩაგდებით ქევხიშვილს კი არ უხდით სამაგიეროს ქართველ გულშემატკივრებს სუულ ციოტა ზურგს აქცევთ რადგან თითეულ მედალს ხომ არა ქევხიშვილისთვის არამედ სამშობლოსა და საყვარელი ხალხისთვის მოიპოვებტ
ნოდო
17 მაისი 2018 16:00
9
ჩემი სატქმელი თქვი ძმაო
გუგა-ს
17 მაისი 2018 16:48
0
და იმ კომისიას ან სპორტის სამინისტროს, ან სპორტის კომიტეტის პარლამენტარებს აზრი და გონი დაკარგული აქვთ რომ ქევხიშვილი 3 თანამებობას და პიროვნებას უნდა გადააყოლონ ძიუდო... ? ოლიმპიური ჩემპიონი, ევროპის ჩემპიონი, მსოფლიოს ჩემპიონი და ტიტულოვანი სპორტსმენები ითხოვენ პრეზიდენტის წასვლას და ეს დარჩენას რომ აპირებს ვისი პრეზიდენტი უნდა იყოს? და საერთოდ ვინ იყო ამათთან შედარებით რა გაუკეთებია ძიუდოსთვის
guga
17 მაისი 2018 16:14
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული