"თუ ვინმეს ჰგონია, რომ რომელიმე კითხვას ამომწურავი პასუხი გაეცა და ჩვენ ამით დავკმაყოფილდებით, ეს ესე არ არის! ვერცერთ კითხვაზე ამომწურავი პასუხი ვერ მივიღეთ!
რატომ იყვნენ თავის დროზე კვალიფიცირებული მწვრთნელები გათავისუფლებულები? რამ გამოიწვია ეს უშედეგობა?
ვინ მიიღო თავის დროზე ეს გადაწყვეტილება, რომ მოსულიყვნენ ისეთი ადამიანები, ვისაც ფაქტობრივად, სამწვრთნელო გამოცდილება არ ჰქონდათ!
ვისი პასუხისმგებლობაა, როდესაც გუნდი წლების განმავლობაში უკან მიდის და შედეგი არ არის!
რატომ იყო ბევრ სპორტსმენზე უარი ნათქვამი, შეკრებაზე წასვლა იქნება თუ შეჯიბრზე?
როდესაც ვამბობთ, რომ მასაჟისტი არ გვყავდა ევროპის ჩემპიონატზე, კონკრეტულ პასუხებს ველოდებით და არა ისეთს, როგორსაც ვისმენთ!
ვინ დგას ჩვენ უკან ვინ გვმართავს ჩვენ, კონკრეტული სახელი და გვარი ან გვარები? რატომ მოხდა ისე, რომ 2 წლის განმავლობაში მხოლოდ 9 დღე ვიყავით იაპონიაში?
რატომ არ აძლევენ ახალგაზრდა ძიუდოისტებს ჩვენთან ვარჯიშის საშუალებას?
რა მიზეზით არ მიიღეს ახალგაზრდა ძიუდოისტებმა ზედაზენზე მოგებული საპრიზო თანხები და თუ აიღებდნენ კუთვნილ თანხებს, რატომ უნდა წასულიყვნენ ნაკრებიდან?
ეს და სხვა უამრავი შეკითხვა, რომელიც დავსვით, ვერცერთზე პასუხი ვერ მივიღეთ!
ის, რომ ფინანსურად და ქაღალდებით ფედერაციას თითქოს სწორად აქვს გატარებული ყველაფერი, გასაგებია და ჩვენ არც გვითქვამს, რომ ვინმემ სახლში წაიღო რაიმე თანხა! აქ მხოლოდ იმაზე იყო საუბარი, რადენად მიზანმიმართულად იხარჯებოდა ის თანხები და რამდენად სწორად ხდება ბიუჯეტის თანხების განკარგვა!
როდესაც წლის დასაწყისში მხოლოდ სამი სპორტსმენი მიდის საერთაშორისო შეკრებაზე იმის გამო, რომ თანხები არ არის საკმარისი, ამაზე პასუხი სად არის? ასეთი კიდევ უამრავი შემთხვევაა და პასუხები აბსოლუტურად მიუღებელია ჩვენთვის! ჩვენ ვაგრძელებთ ჯანსაღ პროტესტს და ვიბრძოლებთ სიმართლისთვის ბოლომდე!", - წერს ლიპარტელიანი.
▶ ვარლამ ლიპარტელიანი: ბოიკოტს ვაგრძელებთ და შეკითხვებზე პასუხებს ველოდებით
▶ ზურაბ ზვიადაური: მიმიფურთხებია იმ ადამიანებისთვის, ვინც ამ უკანონობას თავი აარიდა