საქართველოს ძიუდოს ფედერაციასთან ძიუდოისტთა ნაკრების წარმომადგენლები საპროტესტო აქციას მართავენ. სპორტსმენები ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის, დავით ქევხიშვილის გადადგომას ისევ ითხოვენ.

პროტესტის ნიშნად, ქევხიშვილთან დაპირისპირებულმა სპორტსმენებმა მისი სამუშაო კაბინეტის კარები აჭედეს, ხოლო სამუშაო სკამი გარეთ გამოიტანეს და ნაგვის ურნასთან დატოვეს.

სპორტსმენების განმარტებით, პროტესტის ეს ფორმა ნიშნავს იმას, რომ არ სურთ, დავით ქევხიშვილი იყოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი.

არსებული ინფორმაციით, დავით ქევხიშვილი ამ დროისთვის ძიუდოს ფედერაციაში არ არის.

მომზადებულია Ipn.ge-ს მიხედვით

გიორგი
შეგიძლიათ "ზღვარგადასული" უწოდოთ. ეს ჩემი დაწერილი სიტყვა არ არის. კარგად წაიკითხეთ ჩემი კომენთარი. გავიმეორებ: სრულიად მიუღებელია ნებისმიერი ქმედება, რომელიც კანონის ფარგლებს სცილდება. ესე ვერც ძიუდოს გადაარჩენს ვინმე და მით უმეტეს, ვერც ქვეყანას. ყველაფერი უნდა კანონის ფარგლებში ჯდებოდეს!!!
გგგ
ვეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ ვიღაცა უმიზნებს ქევხიშვილის ადგილს და ეს ვიღაცა ხაბარელი უნდა იყოს.იქნება პარლამენტის წევრიც და ფედერაციის პრეზიდენტიც რა პრობლემაა? ჯერ რბილად დაიწყო ლაპარაკი და დღეს უკვე აშკარად განაცხადა, რომ ქევხიშვილის გადასაყენებლად საკმარისი არგუმენტები არსებობსო. ამ სიტუაციას რა თქმა უნდა თვითონ ქევხიშვილმა შეუწყო ხელი, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ მიდის ბრძოლა ფედერაციის პრეზიდენტობითვის. ჩემი, როგორც გულშემატკივრის აზრით, ძალიან სამარცხვინოა, რაც ხდება. ამ ქმედებებით წყალში ყრის მიღწეულ წარმატებებს თითოუეული ამ დაპირისპირების მონაწილე
www
სირცხვილია
guga
რის სათქმელად და იმის სათქმელად, რომ სპორტსმენების ქმედებას უწოდებ ზღავრსგადასულს. ზღვარსგადასული კი არა საჭიროა. სხვების გასაკეთებელი იყო ეს, რბილ სკამებში მჯდომარეების და არა სპორტსმენების, მარა იმათმა მიუშვეს და ყველაზე მეტად სპორტსმენები ხვდებიან ზუსტად რომ ღუპავენ ძიუდოს!
badri
თქვენი ყველასი მესმის, ვისაც არ მოსწონს ეს მეთოდი და ეს არც არის მოსაწონი, მაგრამ ჩვენ ვსაუბრობთ როგორც ცივილიზებული საზოგადოება, მაგრამ მეორე მხრიდან რომ შეხედო, ძალიან ძნელი ასატანია, რომ ჭიდაობდე, ვარჯოშობდე და ოფლს ღვრიდე და ვიღაც, იმიტომ რომ სკამზე ზის ითვისებდეს შენს თანხას, ცივილიზირებულ სამყაროში ასეთი რამ არ ხდება, და თუ ხდება ამას მთელი მასმედია და სპორტის სამყარო ეხმაურება და ეგრევე ტოვებენ თანამდებობას პასუხისმგებელი პირები, ასე რომ ჩვენი ძიუდოისტების საქციელი მოსაწონი ნამდვილად არაა, მაგრამ ის რაც გველესიანმა წაუყენა ბრალად ქევხიშვილს, აღმაშფოთებელია. რას მიქვია ფული აიღეთ და წადით ნაკრებიდან, რა არაკაცური და არასპორტული საქციელია, თუ ეს სიმართლეა, დაისაჯოს აუცილებლად ქევხიშვილი და სამუდამოდ მოიკვეთოს ძიუდოდან, ამ ბიჭებს კი აღუდგინონ საკუთარი ოფლით მოპოვებული პრემიები, სიმართლის მთქმელი არ უნდა ისჯებოდეს.
irakli
Xabareli da midi banda
მახო
აი უკვე სულ ფეხებზე მკიდია ვინ რა მედალს დაიკიდებს,მაგ ვირებზე მე აღარასდროს არ ვინერვიულო რაა
კეთილი სამარიტელი
ძალიან უნამუსო გამოდგა ქევხიშვილი. ეგ რომ მართალი იყოს, დროებით გადადგებოდა, თვითონ მოიწვევდა ფედერაციაში აუდიტს და საგამოძიებო ჯგუფს რევიზიისათვის, თავის სიმართლესაც დაამტკიცებდა, მაგრამ, ეტყობა შავ ბუხჰალტერიას ასწორებს და ზემოდანაც აცდიან ყველაფერი წესრიგში მოიყვანოს.
გიორგი
"ენა როგორ უნდა მოგიბრუნდეს მაგის სათქმელად" - რის სათქმელად? კარგად დააკვირდი სიტუაციას - აშკარაა რომ გარკვეული ჯგუფები რაღაცას ვერ იყოფენ. შედეგები რომ უკან უკან მიდის მაგის ძალიან ბევრი მიზეზია ჩემი აზრით და მარტო ფედერაცია არ არის დამნაშავე - სპორტსმენებიც დამნაშავეები არიან, თუნდა იმიტომ რომ დიდი ხანი იყვნენ ჩუმად. თვითონ ლიპომ 5 წელია რას ეს ხდებაო.
გიორგი
ვფიქრობ უპატივცემულობაა საკუთარი ქვეყნის და ხალხის დაშანტაჟება, რომ თუ ქევხიშვილი არ წავა აღარ ვივარჯიშებ და ვიჭიდავებ. დაგეთანხმებოდი კაპიტანო თუ გააგრძელებდი ვარჯიშსაც და ქევხიშვილის გადადგომის მოთხოვნასაც.ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს ცალკე ლიპო და ცალკე ქევხიშვილი, რომ ორივე რაღაცას მალავს და ბოლომდე არ ამბობენ. სრულიად მიუღებელია ძალიმიერი მეთოდები. საინტერესოა ვინ არიგებს ამ სპორტსმენებს ესეთი საქციელების ჩასადენად. დროა მაქსიმალური გამჭვირვალობით გამოიძიოს შესაბამისმა უწყებებმა ქევხიშვილის მმართველობა ფედერაციაში და დეტალური ფინანსური ანგარიში წარუდგინოს საზოგადოებას. ბოლოს და ბოლოს ჩვენ ვაფინანსებთ ამ ფედერაციასაც და სპორტსმენებსაც.
guga
ენა როგორ უნდა მოგიბრუნდეს მაგის სათქმელად, ჭორებზე დაყრდნობს შეეშვი, შეხედე შედეგებს, უკან-უკან მიდის ყველაფერი და თუნდაც მაგიტომ უნდა გადადგეს, ტიტულოვანი სპორტსმენების პროტესტს, რომ თავი დავანებოთ...
guga
ხო და ზემოთ მჯდომებამდე უნდა მივიდეს ეს პროტესტის გზა და მათ უნდა მოეხნათ მინდორ-ველები!
გიორგი
რასაც ეს სპორტსმენები აკეთებენ უკვე ყველანაირ კანონიერ ზღვარს სცილდება. ფაქტია ვიღაცეებმა ფული ვერ გაიყვეს "ძიუდოს ოჯახში" და იყენებენ სპორტსმენებს. როგორც ჩანს ვარლამ ლიპარტელიანი არ ენოდობა საქართველოში არანაირ ოფიციალურ უწყებას და ძალით და ზეწოლით სურს თავისი გაიტანოს. არ ვარ ქევხიშვილის მომხრე არანაირად. ეს უბრალოდ იმათთვის დავწერე ვისაც ობიექტურად მსჯელობა უჭირს.
dato
ნელ-ნელა არაცივილური მეთოდებით იწყებენ მოქმედებას, იმას მაინც ვერ ხვდებიან რომ ქევხიშვილის გაშვება "ზემოდან" არ სურთ?
ფულადი ჯილდო და ეროვნული ორდენები - პრემიერმა ძიუდოისტთა ნაკრები დააჯილდოვა
"ქართველები და საუკეთესოები ვართ!" - ბექაურის კომენტარი და ოლიმპიადის საიტი საქართველოს ნაკრების მსოფლიო ჩემპიონობაზე
"ყველანი მეუბნებოდნენ, ქალს რა უნდა ძიუდოში, ეს კაცების სპორტია და თავი დაანებეო" - ინტერვიუ ძიუდოში პირველ ქართველ მსოფლიო ჩემპიონ ქალთან
ოფიციალურად: ჯეიმი ვარდი დაჩი ლორთქიფანიძის "კრემონეზეში" გადავიდა
Crocobet დიდი 10-ის ახალი სეზონის დაწყებამდე დარჩა 4 დღე!
მანუელ აკანჯი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს
"კარლოს დროს მეტი თავისუფლება გვქონდა" - კარვახალმა ერთმანეთს ანჩელოტი და ალონსო შეადარა
ალექსის სანჩესი კარიერას ლა ლიგაში გააგრძელებს
"აიაქსმა" ბრაიან ბრობი პრემიერ ლიგის კლუბს მიჰყიდა
ოფიციალურად: სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს "ნაპოლიმ" ელმასი დაიბრუნა
მიქაუტაძის "ვილიარეალმა" დონეცკის "შახტარის" ფეხბურთელი ინათხოვრა
კიდევ ერთი ქართველი ესპანეთში - ლუკა გაგნიძე "გრანადაში" გადავიდა
"უოტფორდმა" ჩიქოვანის ტრანსფერი დეტალების გარეშე დაადასტურა
ახალი შესარჩევის პირველი ტური - ახალგაზრდულმა ჩრდილოეთ ირლანდიასთან მატჩისთვის მზადება დაიწყო
Cuore Toro: საზონოვის "ხეტაფეში" ტრანსფერი ჩაიშალა
[VIDEO] ნაკრებმა თურქეთთან და ბულგარეთთან მატჩებისთვის მზადება დაიწყო
[VIDEO] თვისობრივად დიდი ნახტომის განხორციელების საშუალებას მოგვცემს - მიქაუტაძე "ვილიარეალის" ფეხბურთელია
მესამე უკრაინელი "ჟირონაში" - ვანატი 20 მილიონად გამოისყიდეს
"ჩემი უკანალი გადაარჩინეს" - იტალიელთა მწვრთნელი გუნდს სიყვარულში გამოუტყდა
ილია ზედგინიძე ქართულ რაგბში დაბრუნდა
არეულობა თურქეთის ნაკრებში? - აქთურქოღლუს განცხადების გამო თანაგუნდელები აღშფოთდნენ, ფეხბურთელს მონტელა შეხვდება
ალექსის სანჩესი ლა ლიგაში ბრუნდება - ჩილელი "სევილიასთან" 1-წლიან კონტრაქტს გააფორმებს
საგა დასრულდა - ედერსონი "ფენერბაჰჩეს" ფეხბურთელი გახდება - "სიტი" კი დონარუმას შეიძენს
ძიუდოს დაპირისპირებების ქრონოლოგია და ოსაკას შესაძლო ინციდენტი - რა ხდება ძიუდოს ოჯახში?
ილიას ილიადისი საქართველოს ნაკრების მწვრთნელად? ძიუდოს ფედერაცია კანდიდატს ეძებს
ქართველები გამოცდილების გასაზიარებლად იაპონიაში მიიწვიეს
აღმასკომი დაიწყო - ოსაკაში ჩხუბის ამბავი დადასტურდა, სხდომას ქევხიშვილიც ესწრება
ქევხიშვილი ხაბელოვის წინააღმდეგ: ამ გადაწყვეტილებით სახელმწიფოსა და მმართველ გუნდს დაუპირისპირდა
ვარლამ ლიპარტელიანი: ათაბეგაშვილია ერთადერთი კანდიდატი, რომელიც ქევხიშვილის კაცია