ამის შემდეგ უარესი დაემართება - ზურაბ ზვიადაური დავით ქევხიშვილის კაბინეტის აჭედვას გამოეხმაურა

AutoSharing Option
ყოფილი ძიუდოისტი და ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაური დღეს დავით ქევხიშვილის კაბინეტის აჭედვასა და სამუშაო სკამის სანაგვე ყუთთან გამოტანას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

"ადამიანს როდესაც ნამუსი არ აქვს, ასე უნდა მოექცე! და კიდევ თუ არ წავა ამის შემდეგ, მერე უარესი დაემართება, დარწმუნებული ვარ!", - წერს ზვიადაური.

შეგახსენებთ, რომ ქართველი ძიუდოისტები დავით ქევხიშვილის გადადგომას ითხოვენ, თუმცა თავად ქევხიშვილი დაკავებულ თანამდებობას კვლავ ინარჩუნებს.

▶ ძიუდოისტებმა დავით ქევხიშვილის კაბინეტი აჭედეს და სამუშაო სკამი ნაგვის ურნასთან დატოვეს
▶ ზურაბ ზვიადაური: მიმიფურთხებია იმ ადამიანებისთვის, ვინც ამ უკანონობას
თავი აარიდა
მკითხველის კომენტარები / 18 /
ფუ შე არაკაცო ოლიმპიური ჩემპიონობა არ ნიშნავს რომ კაცი ხარ და ჭკუა მოგეკითხება ან შენ ან ხაბარელს აბ ლიპოს ან ჭრიკის
guru
16:39 22-05-2018
39
ლიპომ თავის გუნდთან და ქევხიშვილმა თავის გუნდთან ერთად ამ ქმედებებით დაშალეს და გაანადგურეს ქართული ძიუდო და მისი ავტორიტეტი, რაც წლების მანძილზე შენდებოდა და არა მარტო მათი მოღვაწეობით. მორჩა აღარ არის ქართული ძიუდო და აღარც იქნება. ნურცერთ მხარეს ნუ ეგონება, რომ ამ ბრძოლაში ვინმე მოიგებს. დაიღუპა ძიუდო გულშემატკივრებო!!!
კახა
17:37 22-05-2018
13

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული