"გადავარჩინოთ ქართული ძიუდო!" - დღეს ძიუდოს ფედერაციასთან აქცია გაიმართება

AutoSharing Option
დღეს, 23 მაისს, 11:00 საათზე ძიუდოს ფედერაციასთან აქცია გაიმართება. ამის შესახებ გუშინ სოციალურ ქსელში ვარლამ ლიპარტელიანმა დაწერა.

"ხვალ, 11:00 საათზე ძიუდოს ფედერაციის წინ ვიკრიბებით ძიუდოისტები, გულშემატკივრები ერთად! მიზანი ერთადერთია, გადავარჩინოთ ქართული სპორტი, ქართული ძიუდო!

გელოდებით ყველას, ვისაც გიყვართ სპორტი, ვისაც ერთხელ მაინც გაუხარია ამ ბიჭების წარმატებით! დადექი სიმართლის მხარეს!
მე მივდივარ, მოდი შენც!", - დაწერა ლიპარტელიანმა.

სოციალურ ქსელში გუშინ აქციას ასევე გამოეხმაურა ზურაბ ზვიადაურიც, რომელმაც შემდეგი სახის პოსტი გამოაქვეყნა.

"მეგობრებო და გულშემატკივრებო ძიუდოსი! ხვალ, 11 საათზე ყველას გელოდებით ძიუდოს ფედერაციის
წინ ჩვენი საამაყო ძიუდოისტების მხარდასაჭერად!

დავუდგეთ გვერდზე, რათა კიდევ ბევრჯერ გვასახელონ!", - წერს ზვიადაური.

▶ ამის შემდეგ უარესი დაემართება - ზურაბ ზვიადაური დავით ქევხიშვილის კაბინეტის აჭედვას გამოეხმაურა
▶ ძიუდოისტებმა დავით ქევხიშვილის კაბინეტი აჭედეს და სამუშაო სკამი ნაგვის ურნასთან დატოვეს
მკითხველის კომენტარები / 2 /
მისამართი. ბელიაშვილის-5
kaji
10:32 23-05-2018
0
თქვენთან ვართ ბიჭებო!
!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
10:04 23-05-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული