ძიუდოისტები მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავენ

AutoSharing Option
ძიუდოისტებმა დღეს, 17:00 საათზე მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან საპროტესტო აქცია დააანონსეს. როგორც ძიუდოს ნაკრების კაპიტანმა ვარლამ ლიპარტელიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, გაფიცული სპორტსმენების პროტესტი მანამდე გაგრძელდება, ვიდრე ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი დაკავებულ თანამდებობას არ დატოვებს.

რაც შეეხება დავით ქევხიშვილის სამუშაო კაბინეტის კარს, რომელიც სპორტსმენებმა გუშინ აჭედეს, დღეს უკვე გახსნილია, თუმცა სამუშაო ადგილზე დავით ქევხიშვილი არც დღეს გამოჩენილა.

შეგახსენებთ, ძიუდოისტების ნაწილი ორ კვირაზე მეტია ფედერაციის პრეზიდენტის დავით ქევხიშვილის გადადგომას მოითხოვს. სპორტსმენთა განცხადებით, ქევხიშვილი ვერ უმკლავდება ფედერაციაში არსებულ პრობლემებს, ასევე კითხვის ნიშნებს იწვევს ის საკადრო
გადაწყვეტილებები, რომელიც უშუალოდ ფედერაციის პრეზიდენტმა განახორციელა. ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი კი გადადგომას არ აპირებს.

მომზადებულია Ipn.ge-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 4 /
ზუსტად ამ წუთებში ტ/კ "რუსთავი 2"-ის ეთერიდან, ძიუდოისტების პირდაპირი წაქეზება მიმდინარეობს კონფლიქტისაკენ. ვინც ამას უყურებს, მიხვდება თუ ვის ინტერესებში შედის ეს კონფლიქტი...
tngh
23 მაისი 2018 15:27
0
სპორცმენის საქმე ვარჯიშია და არა ფედერაციის პრეზიდენტის მოხსნა-დაყენება. მე ქევხიშვილი საერთოდ არ მაინტერესებს რას იზავს და სად წავა. ივარჯიშეთ სპორცმენებმა რომ მსოფლიოზე მაინც გამოასწოროთ ევროპაზე მიღებული სამარცხვინო შედეგი. თუ არა დასაშლელია ნაკრები და ახლიდანაა ჩასატარებელი საქართველოს ჩემპიონატი და პირველადგილოსნები წავიდნენ მსოფლიოზე. იმაზე უარესი რაუნდა ქნან ახლებმა რაც თქვენ ქენით ევროპაზე
თორელი
23 მაისი 2018 14:26
1
საქმე ის არის, რომ საქართველოს ჩემპიონატით არ კომპლექტდება ნაკრები, რაც ვფიქრობ ძალიან ცუდია. ამას იყენებს ზოგიერთი სპორტსმენი და ნაკრების წევრი ისეა საქართველოს ჩემპოიონატში მონაწილეობას არც კი იღებს. სამწუხაროა რომ ამ სპორტსმენებს შორის არის ლიპოც. მას, მე როგორც ვიცი, 100-ში საქართველო მოგებული არ აქვს. ამის შემხედვარე ადამიანმა ნეპოტიზმსა და კორუფციაზეც შეიძლება იფიქრო.
ზოგიერთი გულშემატკივრის მოსაზრება, რომ საერთაშორისო ტიტულები საკმარისია ნაკრების წევრობისთვის ჩემის აზრით არ არის მისაღები. სპორტსმენი საქართველოს ჩემპიონატით უნდა ამტკიცებდეს რომ ქართველებს შორის კონკრეტულ დროს არის საუკეთესო.
გიორგი
24 მაისი 2018 11:06
0
ვფიქრობ ქვეყნის დაშანტაჟება რომ არ ვიჭიდავებ და სხვაგან წავალ მსუბუქად რომ ვთქვა არ შეიძლება ვიღაცამ ამას ღალატიც კი შეიძლება უწოდოს. ვის ემუქრები? საკუთარ ქვეყანასა და ხალხს? გავითვალისწინოთ ისიც, რომ ლიპოს მინიმუმ ათჯერ უკეთესი პირობები აქვს ვიდრე 10 წლის წინ ჰქონდა ნებისმიერ ძიუდოისტს. მიჭირს დავიჯერო რომ მხოლოდ პატრიოტიზმით არის გამოწვეული ეს ბუნტი.
მეეჭვება ლიპომ 100 კილოგრამშიც ისევე წარმატებით იასპარეზოს როგორც 90-ში.
რაც შეეხება ქევხიშვილს, თუ მართლა ესეთი დამნაშავეა და ფულს ფლანგავდა, კი არ უნდა გადადგეს უნდა ციხეში დაიჭირონ და თანხები დააბრუნებინონ.
აუცილებელია სამართლებრივი გზებით ბრძოლა და არა კარებების აჭედვა და მსგავსი სისულელეები.
გიორგი
23 მაისი 2018 13:33
1

სიახლეები პოპულარული