ლიპარტელიანმა მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართულ საპროტესტო აქციაზე დანარჩენ ძიუდოისტებს მოუწოდა, დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია დავით ქევხიშვილთან დაკავშირებით.
"დავით ქევხიშვილმა განაცხადა, რომ მხოლოდ 4 სპორტსმენია იმ აზრის გარშემო გაერთიანებული, რომ მან თანამდებობა უნდა დატოვოს. თურმე, რაღაც ჯგუფი ვართ ჩვენ; თურმე, ეს სპორტსმენები არაფერს წარმოვადგენთ და ძირითადი გუნდი აგრძელებს ვარჯიშს. მინდა ამოვიკითხო ის სია, რომლებიც ჩვენთან ერთად იბრძვიან:
ამირან პაპინაშვილი, ლუხუმ ჩხვიმიანი, ლაშა ჩადუნელი, ვაჟა მარგველაშვილი, თორნიკე
თუ რომელიმე სპორტსმენს აქვს განსხვავებული აზრი, თუ რომელიმე სპორტსმენი აფიქსირებს, რომ დავით ქევხიშვილი არის იდეალური პრეზიდენტი და არ უნდა გადადგეს დაკავებული თანამდებობიდან, გაავრცელონ საკუთარი პოზიცია, ხოლო თუ დუმილს აირჩევენ, ე.ი. ყველა ამ აზრის გარშემო ვართ გაერთიანებულნი", - განაცხადა ლიპარტელიანმა.
▶ "ძიუდოისტებს ვთავაზობ ყველა პრობლემის მოგვარებას, თუმცა ისინი ქევხიშვილის გადადგომას მოითხოვენ"
მომზადებულია ipn.ge-ს მიხედვით
სპორტსმენების მხრიდან ზეწოლა საზოგადოებასა და ძიუდოს ფედერაციაზე არ არის ჩემი აზრით გამართლებული. სხვა ფორმებიც არსებობს სამართლიანობისათვის ბრძოლის.
თუ ეს სპორტსმენები ან მათი მხარამჭერები იტყვიან რომ ამ ქვეყანაში სამართლიანობას ზეწოლისა და შანტაჟის გარდა სხვა ვერანაირად მიაღწევ, მაშინ კატასტროფულად ჰქონია საქმე საქართველოს