ჰოლანდიელი სპეციალისტი ლუის ვაიდენბოში აღმასკომის წევრებს ფედერაციის პრეზიდენტმა დავით ქევხიშვილმა წარუდგინა.
როგორც პრეზენტაციის დაწყებამდე ქევხიშვილმა განაცხადა, ფედერაცია მოლაპარაკებებს აწარმოებს სხვა უცხოელ მწვრთნელებთანაც.
"დღეს არის საქმიანი შეხვედრა ერთ-ერთ კანდიდატთან. უცხოელი სპეციალისტი წარმოადგენს თავის ხედვას. ჩვენ გვინდოდა, რომ ეს ხედვა ცნობილი ყოფილიყო აღმასკომისთვის. დღეს არავის დანიშვნა არ ხდება, უბრალოდ, მოვუსმენთ და გავაანალიზებთ. ამის შემდეგ იქნება გადაწყვეტილება მიღებული. ამასთან, მოლაპარაკებები გვაქვს სხვა მწვრთნელებთანაც", - განაცხადა დავით ქევხიშვილმა.
მისივე თქმით, აღმასკომის წევრებთან ძიუდოისტების ნაწილის პროტესტზე
შეგახსენებთ, რომ ბოლოს საქართველოს ნაკრებს ირაკლი ცირეკიძე ხელმძღვანელობდა, რომელმაც თანამდებობა ისრაელის ქალაქ თელ-ავივში გამართული ევროპის ჩემპიონატის შემდეგ დატოვა. ტურნირზე ქართველმა ძიუდოისტებმა ვერც ერთი მედალი ვერ მოიპოვეს. ცირეკიძესთან ერთად მთელი სამწვრთნელო შტაბი გადადგა.
აღმასკომის სხდომა, რომელზეც ძიუდოს ნაკრების მწვრთნელობის კანდიდატს უსმენენ, პროტესტის ნიშნად აღმასკომის წევრმა და სპორტისა და ახალგაზრდობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, შოთა ხაბარელმა დატოვა. მისი თქმით, რჩება შთაბეჭდილება, რომ ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტს, დავით ქევხიშვილს ყველაფერი პოლიტიკურ ჭრილში გადაჰყავს.
"ჩემთვის მიუღებელია ის ფორმატი, რაც აქ ხდება. ფაქტობრივად, რეალობის გრძნობა დაკარგული აქვთ. მე ვკითხე დავით ქევხიშვილს, თუ ვისი მწვრთნელი უნდა იყოს ჰოლანდიელი სპეციალისტი. ნაკრების ვარჯიშზე სპორტსმენები არ დადიან. ის შემადგენლობა, რომელიც ქევხიშვილთან ერთად იბრძვის, ცდილობს, დაინგრეს ყველაფერი, რაც შეიქმნა.
პირდაპირ ვამბობ, არც ერთს არ აინტერესებს საქართველოს ბედ-იღბალი. თუ გადავხედავთ მის ბეგრაუნდს ყვარელში, იქაც ასე ჯიუტობდა და იქაც ასე გამოიყვანეს ძალით გამგეობიდან. ასეთი დაძაბული სიტუაცია უნდა, რომ შექმნას ქვეყანაში.
თუ გადავხედავთ - გვერდზე ჩოჩელი უზის და ბევრია ისეთი პირი, ვინც პირდაპირ იყო დაკავშირებული "ნაციონალურ მოძრაობასთან". ამას უკვე პოლიტიკური ელფერი ეძლევა", - განაცხადა შოთა ხაბარელმა.
აღმასკომის სხდომა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს.
მომზადებულია ipn.ge-ს მიხედვით