მან პრობლემების 10%-იც არ იცის - ავთანდილ ჭრიკიშვილი ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას ითხოვს

AutoSharing Option
AUTO PLAY
ძიუდოისტი ავთანდილ ჭრიკიშვილი გუშინ სტუმრად Palitra News-ში იმყოფებოდა, სადაც მან სპორტსმენთა პრობლემებზე კიდევ ერთხელ ისაუბრა.

ჭრიკიშვილის სურვილია, პოლიტიკაში დაბრუნებული ბიძინა ივანიშვილი ერთ-ერთ ძიუდოისტს მაინც შეხვდეს და მათი პრობლემები მოისმინოს.

"ბატონი ბიძინა ივანიშვილი დაბრუნდა პოლიტიკაში და კარგი იქნება, თუ მოგვისმენს. მე დარწმუნებული ვარ, მან 10%-იც არ იცის არსებული პრობლემების და მხოლოდ ერთი მხარისგან აქვს ინფორმაცია.

ჩემი თხოვა იქნება, რომ ერთ-ერთ ჩვენგანს მაინც შეხვდეს და ჩვენი აზრი მოისმინოს, რადგან ჩვენ მართლები ვართ და დღეს ჩვენ ვიჩაგრებით", - განაცხადა ჭრიკიშვილმა.

▶ დავით ქევხიშვილი:
ჰოლანდიელმა მწვრთნელმა აღმასკომის წევრების დადებითი განწყობა დაიმსახურა

▶ ვისთვის ინიშნება ახალი მთავარი მწვრთნელი? - დავით ქევხიშვილის პასუხი
მკითხველის კომენტარები / 15 /
ბარემ პირდაპირ თქვან, ბიძინამ ფული მოგვცესო!!! რას მიედ-მოედებიან... ან რატომ უნდა ჩაერიოს ბიძინა ამათ არეულ საქმეში??? ძიუდოსთან რა კავშირი აქვს...
tngh
17:02 29-05-2018
13
სირცხვილია ამ "მეამბოხე" ძიუდოისტების ყველა ქმედება და განცხადება. რას აკეთებთ, ერთი გრამი სამშობლოს პატივისცემა როგორ არ შემოგრჩათ. ხომ არ შეიძლება ყველაფერი კუჭზე დაიყვანოთ!თუ მართლა რაიმე ძლიერი არგუმენტი გაქვთ და რეალურ დანაშაულს აქვს ადგილი, თქვით, თუ არა, წადით სახლებში და ტელევიზორში უყურეთ თქვენს შემცვლელებს. რას ქვია, ივანიშვილმა პრობლემების 10% იცის თუ 99%. ან საერთოდ, რატომ უნდა იცოდეს თუნდაც 1%. მას მისი საქმე აქვს. თქვენ თქვენსას მიხედეთ. რამდენი ვინმეს პრობლემა შეექმნება, ივანიშვილმა მიხედოს?! თქვენ ვინ ყოფილხართ. რა გინდათ, ვის დაკარგვიხართ. თავიდან მართლა დამნაშავე მეგონა ის ქევხიშვილი. ახლა ვრწმუნდები, რომ თქვენნაირებთან 100%-იანია. მე პირადად სურვილი მაქვს, ახალი სახეები ვიხილო ნაკრებში, რადგან თვენ წინ წაწევის შანსი აღარ გაქვთ და თანდათან უფრო გააუარესებთ შედეგებს. მოკლედ, ჩაიჩოჩეთ და გზა სხვებს დაუთმეთ, ვისაც მეტი ჟინი და სურვილი აქვს. თქვენ იმდენი გაქვთ ნაშოვნი, კარგა ხანს გეყოფათ. საერთოდ არ ვიცი ვინ არის ქევხიშვილი, მაგრამ თქვენზე უარესი რაღა უნდა იყოს!
ნუგზარი
16:09 29-05-2018
9
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული