ფოტო: Georgian Judoka-ს "ფეისბუქგვერდი"

"ძიუდოს ფედერაციაში დაპირისპირება სისხლისღვრაში გადაიზარდა", - ამის შესახებ "ფეისბუქზე" ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა წერს.

ჯღარკავას თქმით, გუშინ, გვიან ღამით, გაფიცულ ძიუდოისტებს ცეცხლი გაუხსნეს ფედერაციის თანამშრომლებმა.

"ძიუდოს ფედერაციაში დაპირისპირება სისხლისღვრაში გადაიზარდა.

გუშინ, გვიან ღამით, გაფიცულ ძიუდოისტებს ცეცხლი გაუხსნეს ფედერაციის თანამშრომლებმა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განგვიმარტეს, დაკავებულია 4 პირი, რომლებმაც ცეცხლი გაუხსნეს ძიუდოისტებს, მათ შორისაა ჭაბუკთა მწვრთნელი და დავით ქევხიშვილის მხარდამჭერი - ლომერ ჟორჟოლიანი.

თვითმხილველების განცხადებით, ლომერ ჟორჟოლიანმა უშუალოდ დაჭრა ერთ-ერთი პირი ძიუდოს ნაკრების მხრიდან, პატრულისა და ათეულობით მოწმის თანდასწრებით, ქალაქის ცენტრალურ უბანში.

ამავე თვითმხილველის განცხადებით, დაპირისპირების დროს ადგილზე იმყოფებოდა დავით ქევხიშვილი, რომელმაც სასწრაფოდ დატოვა ტერიტორია.

ეს ყველაფერი ხდება მაშინ, როდესაც ქუჩაში გამოსულია ათასობით ადამიანი ლოზუნგით #ნუმომკლავ! სწორედ ამ დროს, მწვრთნელმა სცადა სპორტსმენების მოკვლა.

დროა, დასრულდეს ეს განუკითხაობა, სასწრაფოდ გამოიძიონ ჩადენილი დანაშაული და ამ ფაქტს მოჰყვეს უმკაცრესი რეაგირება სახელმწიფოს მხრიდან", - წერს ჯღარკავა სოციალურ ქსელში.

დაუზუსტებელი ინფორმაციით, დაჭრილია იოსებ წელაური.

"ინტერპერესნიუსის" ინფორმაციით, ძიუდოს ფედერაციის წარმომადგენლებსა და გაფიცულ ძიუდოისტებს შორის დაპირისპირების ფაქტზე ძიუდოს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ლომერ ჟორჟოლიანია დაკავებული.

არსებული ინფორმაციით, ლომერ ჟორჟოლიანმა ერთ-ერთი ძიუდოისტი იოსებ წელაური დაჭრა. დაპირისპირება, სავარაუდოდ, გუშინ, აღმაშენებლის გამზირზე, "მაკდონალდსთან" მოხდა და მასში ვარლამ ლიპარტელიანი და ავთანდილ ჭრიკიშვილიც მონაწილეობდნენ.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება სსკ-ის 126-ე და 236-ე მუხლებით. უწყებაში ადასტურებენ, რომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ერთი პირია დაკავებული.

მიშა63
ქევხიშვილის აღმასკომი თუ დარჩა, რა აზრი აქვს ყველაფერ ამას ??? ტოტიკაშვილი მწვრთნელად ?? არ ყოფნის მსაჯობა ? ამ დროს, ხაბარელს იშორებენ ???
Gio
მერე გამოვლენ ვიღაცეებიდა იტყვიან, ბიძინას ბრალია ყველაფერიო,ბიძინა კი არა ამ ქვეყანას მამაზეციერი ვერ უშველის, ბიძინამ რა? ხალხი საიდან უნდა მოიყვანოს, თვითონ ხომ არ გამოჩეკავს?!, კიდე ბევრი გააკეთა და მსგავს სიტუაციაში.
სოსო
სვანებზე ხელს ნუ ჩაიქნევ,ოდალა,კარგი და ცუდი ყველგან არის.სამწუხაროდ ცუდი ძალიან მოგვიმრავლდა და ეს მხოლოდ სვანებს რომ არ ეხებათ,მგონია დამეთანხმები.იმდენი ლაფი შეასხეს ზნეობრივ ავტორიტეტებს და იმდენი იქადაგეს პიროვნულ თავისუფლებაზე,რომ მივიღეთ ზნეობისაგან თავისუფალი,პიროვნულად კი თავაშვებული საზოგადოება,სადაც შენ, კიდევ მათზე უარესი თუ არა ხარ,ყურადღებას არავინ მოგაქცევს.შეხედე ტელევიზიებს,თუ ნარკომანი არა ხარ,ან საქვეყნოდ არ გაიხადე,ან არ ჩაიხადე,ან ლგპტებს არ უჭერ მხარს,ესე იგი თუ ნორმალური,წესიერი ადამიანი ხარ ტელევიზიაში არავინ შეგადგმევინებს ფეხს და თუ რაღაცაზე მაინც მიგიშვეს,ისეთ ცინიზმს და სიბინძურეს გადაგასხავენ,მისვლას განანებენ.სხვათა შორის ერეკლე საღლიანიც სვანია და საქართველოს ყველა კუთხეს 10-10 კაცი მაინც რომ ჰყავდეს მისნაირი,ამ დღეში ნამდვილად არ ვიქნებოდით
frate
არ ვარ ძიუდოს სამზარეულოში ჩახედული და არ ვიცი ვინაა მართალი ვინ მტყუანი, მაგრამ ეს ყოველივე რაც ხდება ამაზრზენია . ყველა ვინც ძიუდოსთან კავშირშია ნელნელა კარგავს ფასს ჩემ თვალში
Aloo
უვარგისი შენი ჯიში და ჯილაგია!
Aloo
უვარგისი შენი ჯიში და ჯილაგია!
liverpuli barselonas supermarketi.
ქომაგები ორივე მხარეს ესე მაგრა რატო გკიდივარტ?
დასრულდა ძიუდო!
ძიუდოისტებო, აწი გინდა 10 ოლიმპიური მედალი რომ ჩამოიტანოთ, მაინც არ მიყვარხართ. თქვე ფულის მონებო, და სკამის მონებო. ნუთუ არც ერთ მხარეს არა აქ ს ჭკუა. აგერ გიდევ იარაღის ჟღარუნი შუა ქალაქში. ფუუუ.
ოდალა-ს
ოდალა, გეთანხმები პირველ ნაწილში. მეორეში კი გეტყვი: თუ სვანეთში არ ყოფილხარ საქართველო არ გინახავს. უშბა, შხარა და თეთნულდი, უკეთესს ვერსად ნახავ.
odala
საჭირო იმაშია, რომ სულ ბაქი-ბუქის მაგივრად, იქნებ ხან და ხან თქვენვე შეახსენოთ სამარცხვინოდ მოქმედ სვანებს თუ როგორ არ უნდა მოიქცნენ.
არჩილ
გამოვიდეს მინისტრი და გააკეთოს კომენტარი!
ძიუდო
ვენაცვალე სვანებს!!! პ.ს იმერელი ვარ!!
Lagashi
საერთოდ არაფერშია საჭირო ეგ საუბარი და თუ ვინმე კონკრეტულ პირთან გაქვს პრეტენზია პირადად მას მიმართე
ლევანი
ესენი ვინ ყოფილან!!!!
odala
მომკალი და ვეღარ ვკაიფობ ამ სვანებზე რა. არა და მერიდება ამას რომ ვამბობ. იქ არის და ვიღაც უვარგისი სუბელიანის გამოა ერთი ამბავი, აქ ეს ჟორჟოლიანი... ჯერ ხო ტვინი უნდა წაგიღონ სომხებივით, სვანები ასეთი მაგრები ვართ, ისეთი კარგები ვართ... მერე სულ რაღაცას ვაჟკაცობენ თუ გიმტკიცებენ. არ ვყოფილვარ სვანეთში და აღარც სურვილი მაქვს წასვლის.
ლევანი
საშინელებაა ეს ყველაფერი! ეს რა ქვეყანაში ვცხოვრობთ!
MARI XUANA
ჯანი ერჩით, ტვინი - არა.
გგგ
გულის ამრევია ეს ყველაფერი. შემაზიზღეს ქვეყანა. სკამის გულისთვის ეს ნაძირლები ყველაფერს ჩადიან. ამ რუსთაველზეც უნდა აიკრძალოს ყველანაირი მიტინგები. ამ საცოდავი კაცის ტრაგედიას რამდენი ნაძირალა იყენებს და ვითომ გვერდით უდგანან. აღარ მინდა ასეთ ქვეყანაში ჩემმა შვილებმა იცხოვრონ. ამდენი მექრთამე და ნაძირალა არცერთ ქვეყანაში არ არის.
სოსო
გადადგომა ახლა მაგისთვის შესანიშნავი გამოსავალი იქნებოდა,ახლა ეგენი უკვე სისხლის სამართლის დამნაშავეები არიან.ღორის თავმა იგორა,იგორა და ლაფში ჩაგორდაო.ქართული ანდაზაა
ჯ.ჯ.
სასწრაფოდ გადადგეს სპორტისა და კულტურის მინისტრი!!!
jimi-jimi
მე ამ ყველაფერზე ვღადაობ ჰა ჰა ჰა ჰა
ქევხიშვილი ციხეში(და არა სახლში)!
ტიპი ისეა განაგლებული რომ პატრულის თანდასწრებით იარაღს ესვრის სპორტსმენებს და ესენი სკამებს დათმობენ თავისი ნებით?
არჩილ
ქევხიშვილი ადრე უნდა გადამდგარიყო. ახლა უკვე დასაჭერია.
კოკო
მოაშორეთ სასწრაფოდ ეს მექრთამეების და კრიმინალების ბანდა ძიუდოს ფედერაციას და მიეცით პასუხუსგებაში. ასევე მაგათი მფარველები და "ნახლებნიკები" პარლამენტში და სპორტის სამინისტროში. მართლა ჩამოგვეშალა თავზე ქვეყანა.
zaza
დდ სახელმწიფოს აქ ლამის მიწასთან ასწორებდენ რასქვია ერევიო ეხლა რასქვია არ ერევითო.დდ ისე მართალია ნამეტანი დემოკრატიის ღირსი არავართ როგორც ვატყობ .
მერაბი
როგორც კი სახელმწიფო მანქანა სუსტდება, იქვე იჩენს თავს თავგასულობა!
kaki
გამოდის რომ სახელმწიფო თვალსა და ხელს შუა გვენგრევა თავზე.
gulo
მოდი და ნუ გაიხსენებ ცოცხებს. ესენი ვინ ყოფილან! გამოდის რომ ყველაფერში ფულია გარეული და ვერც ერთი მხარე ვერ თმობს. ეს იცის დაუსჯელობის სინდრომმა და იმან, რომ ადამიანებს არაღავის ხათრი, რიდი და თუ გნებავთ, შიში აღარ აქვთ. ხო იძახის ჩვენი მთავრობა, რომ ჩვენთვის მთავარი ადამიანიაო! კი ბატონო, იძახის. მაშინ ისმის კითხვა, რაში გამოიხატება ეს ყველაფერი. ეკე ბესელიასა და მის დამქაშებზეა ამდენი სისხლი. უკვე ყოველგვარ ზღვარს გასცდა ეს ყველაფერი.
გიორგი
როგორც აქამდეც მეგონა ქევხიშვილის საკადრო პოლიტიკა სრული კრახია - დაწყებული ნაკრების მწვრთნელებიდან, დამთავრებული ფედერაციის კადრებით. აშკარად ახალგაზრდა სპორტსმენები საკუთარი ნიჭით და პირადი მწვრთნელების დამსახურებით აღწევენ წარმატებებს. აბა გუჯეჯიანი და თურმე კრიმინალური ცნობიერების ლომერ ჟორჟოლიანი რომ იქნებიან ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელები . . . ისე ზოგიერთი სპორტსმენი კი საუბრობდა და საუბრობს ძიუდოში არსებულ სვანურ "მაფიასა" და გორულ კლანზე. და რამდენად მართალია ძალიან მაინტერესებს.
ამატაკი
პეტიცია მაქვს პარლამენტისთვის! გავუშვათ მინისტრი გიორგაძე და მისი საძმო მსოფლიოზე, ხოლო ამ ძიუდოისტებს შევუქმნათ ფოლკლორული ანსამბლი და ვამღეროთ ურეკის ფილარმონიაში! როგორია!?
ზურა
სირცხვილი ქევხიშვილის კრიმინალ გუნდს, გადადექით სასწრაფოდ, ნუ კლავთ ქართულ ძიუდოს, ეს სპორტი ჩვენია, ხალხისაა და არა თქვენი კრიმინალების და მექრთამეების ბანდის. მ ო შ ო რ დ ი თ ძ ი უ დ ო ს ! ! !
Vasili
ეს თბილისი ხალხო, ტატამიააა, ტატამიიიიი...!!!!! !!!! !!!!
qomagi
ქევხიშვილის გადადგომა აღარაა საკმარისი. მკაცრად უნდა მოეთხოოვოს პასუხი!
პაატა
ამის მერე საერთოდ რაზე შეიძლება იყოს საუბარი?! ქევხიშვილი ცამდე მართალი რომც იყოს ამ ამბის მერე უნდა გადადგეს! ძიუდოისტები იარაღის გამოყენებას თუ დაიწყებდნენ ნაღდად არ მეგონა!!! წესიერად საქმის გადაწყვეტა თუ არ შეგიძლიათ, კაცურად მაინც იჩხუბეთ, რა ჭირი გჭირთ?! ფულმა ასე როგორ გადაგრიათ ყველა?! სირცხვილი და თავოს მოჭრა შინ და გარეთ...
imereli
თბილი სკამები არ ეთმობათ და უკვე მკვლელობაზეც კი გადავიდნენ, რა ხდება ქვეყნაში პატრონი სადაააააააააააააა
U23. ქართველმა ძიუდოისტებმა ევროპის ჩემპიონატი ზედიზე მეორედ მოიგეს
გიორგი ჯაბნიაშვილმა ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა!
იაპონიაში 13 ძიუდოისტით - ტოკიოს გრანდ სლემისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
კაშიას 72 წუთი და აზაროვის სრული მატჩი. "სლოვანი" ისევ დამარცხდა - "შახტარმა" გაიმარჯვა
მესის მაიამის გასაღები გადასცეს
მესი 4 თვით ევროპაში დაბრუნდება? - არგენტინელის დამატება თურქულ გუნდს სურს
შესაძლოა, დარჩეს - ნეიმარის მიზანი 2026 წლის მუნდიალზე თამაშია
"ფიორენტინამ" ახალი მთავარი მწვრთნელი შეარჩია
[VIDEO] კრიშტიანოსა და მესის გარეშე - მოდრიჩმა მისთვის ყველა დროის 5 საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა
5 წლის შემდეგ - რობერტო დონადონიმ სამწვრთნელო საქმიანობა განაახლა
კარიერაში მეცხრედ - ალექსი დავითაშვილი ვეტერანთა შორის მსოფლიო ჩემპიონია!
ოსიმენის ჰეთ-თრიკი, "ბრიუგესა" და" ბარსელონას" საბრძოლო ფრე და ზარია "სან სიროზე"
პსჟ მძიმე სიტუაციაშია - კიდევ სამი წამყვანი ფეხბურთელი გამოაკლდა
[VIDEO] მიქაუტაძის 56 წუთი - "ვილიარეალი" "პაფოსთან" დამარცხდა
თბილისის "დინამოს" ახალგაზრდული გუნდი ჩემპიონთა ლიგის მესამე ეტაპზე გავიდა
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ 2026 წლის ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
გიორგი ყრუაშვილი ევროპა ლიგის მატჩს განსჯის
[საქართველოს დ. ყიფიანის სახელობის თასი] ფინალის თარიღი და ადგილი ცნობილია...
[სიმბოლური ნაკრები. ეროვნული ლიგა. XXXI ტური] საჩემპიონო რბოლის სიმძაფრე და მაგარი დაბრუნება!
რუსეთის ქალთა ნაკრები შესაძლოა, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე დაუშვან
"იუვენტუსი" "სპორტინგის" კაპიტანის დამატებას კვლავ გეგმავს
"უღარიბეს 7-შვილიან ოჯახში გავიზარდე, დედა ადრე დავკარგე... სანამ რამეს მივაღწევდი, ეს რთული გზა გამოვიარე..." - ოსიმენის ისტორია ნაგავსაყრელთან სიახლოვიდან მსოფლიო ვარსკვლავობამდე
იამალზე მხოლოდ 5 წლით უფროსია - ლამინის მამამ მეორე ცოლი მოიყვანა
მსოფლიოს ჩემპიონატი ძიუდოში: სად არის ჩვენი წილი ოქრო?! [VIDEO]
ძიუდოს დაპირისპირებების ქრონოლოგია და ოსაკას შესაძლო ინციდენტი - რა ხდება ძიუდოს ოჯახში?
ილიას ილიადისი საქართველოს ნაკრების მწვრთნელად? ძიუდოს ფედერაცია კანდიდატს ეძებს
ქართველები გამოცდილების გასაზიარებლად იაპონიაში მიიწვიეს
აღმასკომი დაიწყო - ოსაკაში ჩხუბის ამბავი დადასტურდა, სხდომას ქევხიშვილიც ესწრება
ადამ ოქრუაშვილი მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალშია!
ქევხიშვილი ხაბელოვის წინააღმდეგ: ამ გადაწყვეტილებით სახელმწიფოსა და მმართველ გუნდს დაუპირისპირდა
ქართველმა ქალმა ძიუდოისტებმაც ირწმუნეს, რომ შეუძლიათ - ევროპის ჩემპიონთა თავკაცი ლომერ ჟორჟოლიანი
ადამ ოქრუაშვილმა მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოსვლა მედლის გარეშე დაასრულა
ვარლამ ლიპარტელიანი: ათაბეგაშვილია ერთადერთი კანდიდატი, რომელიც ქევხიშვილის კაცია
მწვრთნელები საქართველოს ახალგაზრდულ და ჭაბუკ ძიუდოისტთა ნაკრებებსაც შეუცვალეს
მსოფლიოს ჩემპიონატი ძიუდოში: შეგვრჩა მხოლოდ ვერცხლი