ავთანდილ ჭრიკიშვილის მეუღლე: დღეს, ამ გამარჯვების ფონზე, ამ არარაობების ყეფა აღარაფრად ღირს

AutoSharing Option
ავთანდილ ჭრიკიშვილის მეუღლე თამუნა გვენეტაზე, სოციალურ ქსელში დავით ქევხიშვილის ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის პოსტის დატოვებას ეხმაურება.

არა, მეგობრებო! ქევხიშვილი კი არ გადადგა, ქევხიშვილი სიმართლემ, ნაკრების ერთობამ, იმ ახალგაზრდა და იმ ქალმა ძიუდოისტებმა, მათმა თავგანწირვამ, თქვენ, ჩვენ და ყველა იმ ადამიანმა ჩამოაშორა მმართველობას, ვინც ამ ერთი თვის განმავლობაში იზიარებდა ამ ბიჭების ტკივილსა და თავდადებას.

სწორედ ქართველმა გულშემატკივარმა მისცა ამ ბიჭებს იმის ძალა, რომ პროვოკაციების, ტყვიების, ჩაგვრის, ტალახის სროლისა და სხვა ბინძური წინააღმდეგობების მიუხედავად, თავის პოზიციებზე მყარად მდგარიყვნენ და არ დაეშვათ, უსამართლობას ეზეიმა.

ჩვენ ყველას გვახსოვს ქევხიშვილის მხარდამჭერი ის თითოეული ადამიანი, ვინც დაგვცინოდა, სახალხოდ ლაფს გვასხამდა, მასხრად გვიგდებდა, მოღალატეებსა და ფულზე გაყიდულებს გვიწოდებდა სიმართლისთვის მებრძოლ ხალხს, მაგრამ დღეს, ამ გამარჯვების ფონზე, ამ არარაობების ყეფა აღარაფრად ღირს.

ტალახს სუფთა ხელებს უშვერდნენ და ნასროლ ტყვიებს შიშველი მკერდი დაახვედრეს ჩვენმა ლომებმა.

ძიუდოს ნაკრები და თქვენ - ქართველი გულშემატკივარი, ხართ თანამედროვეობის გმირები და მადლობას გიხდით, რომ დაეხმარეთ სიმართლეს გამარჯვებაში.

მეამაყება, ასეთი საქართველო!

მეამაყება, ჩემი გულშემატკივარი!

მეამაყებიან, ჩემი უძეგლო გმირები!

გილოცავთ!

(ბრძოლა გრძელდება იქამდე, ვიდრე ღირსეული არ დაიკავებს პრეზიდენტის თანამდებობას!)", - წერს გვენეტაძე.

altაქამდეც შემეძლო ამ გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ... - დავით ქევხიშვილმა ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის პოსტი დატოვა

მკითხველის კომენტარები / 23 /
ავთო, ცოლს მიხედე, ვაჟკაცურად. თუმცა მე მგონი ეგ ისეთი ქალი ჩანს, რომ მაგას აღარაფერი არ ეშველება. (ნეტა ვცდებოდე). მე არ ვიცი, ვინ არი მართალ-მტყუანი. მე ერთი რამე გავიგე: ეხლა, როცა ქევხიშვილი გადადგა, წამოვა მედლები. ალეო და ხვალეო.
..................(ნეტა აქაც ვცდებოდე)
SS
03 ივნისი 2018 00:40
4
ჭრიკიშვილო კაცი ხარ თუ ვაცი??რას ატლიკინებიებ ენას ცოლს?!მელორა ხო დაიჭირეთ?!შენი ცოლივით ატლიკინეთ ენები ძიუდოისტებმა!ყველაფერი სიბინძურე გარეთ გამოიტანეთ და რა უხარია შენს ცოლს გაფიცებ?!!!
ალოო
02 ივნისი 2018 23:59
14
ეს ისაა ხო მთელ საქართველოს რო მოგვაფურთხა... რა უზრდელი და აგრესიულია ქალია..
შორენა
02 ივნისი 2018 23:13
3
სამარცხვინოა, რომ ასეთი არაკომპეტენტური და აჟიტირებული ადამიანები წყვეტენ რაღაცას. ქართული ძიუდო ასეთ კატასტროფულ მდგომარეობაში არასოდეს ყოფილა და ამაში აჯანყებულ ძიუდოისტებს და მათ სანათესაო-საახლობლოს მიუძღვით დიდი წვლილი!
//
02 ივნისი 2018 21:06
5
აზრი არ აქვს ჭრიკიშვილმა დადო თავის კვერცხი და აწი ჩვეულებრივ ოქროს მედალს ვერ ეღირსებიან ვერც ეგ და ვერც ლიპო ამ არასწორი საქციელის და ბუნტისთვის
guru
02 ივნისი 2018 23:18
7
ამდენი ფანები როგორ ყავს მაგ არაკაცს და ღორიშვილს?? საიდან ამდენი პარაზიტი, ავადმყოფი და დეგენერატი რომ ლანძღავენ და ამტყუნებენ ამ ბიჭებს??? ერთი ქევხიშვილის გაგდება არაფერს უშველის, ყველას და ყველაფერს უნდა დაერქვას თავისი სახელი!!! ძალიან მწარედ, და ყველაფრის ფასად!!! ყველას უნდა მიეჩინოს თავის ადგილი.
Godzilla
03 ივნისი 2018 01:50
11
სტალინმა მენდლები ვედრით შამამაყარაო, გამახსენდა, წამოვა ეხლა მედლები გრიალით.... წარმატებები
kukura
02 ივნისი 2018 21:20
1
ე ახლა წამოვა მედლების წვიმა.
zurabi
02 ივნისი 2018 16:43
4
შემდეგი ნაბიჯი: ბოდიში მოუხადეთ უზნაძეს და დააბრუნეთ თურქეთიდან,თორემ თურქეთიც გადაგვასწრებს ძიუ-დოში.
გიორგი ჯანიკაშვილი
02 ივნისი 2018 20:48
3
მეუღლე უფრო ჭკვიანო ჩანს? ეს ხომ არ მართავს ამ ძიუდოს?!!
გიზ
02 ივნისი 2018 19:10
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული