ავთანდილ ჭრიკიშვილის მეუღლე: დღეს, ამ გამარჯვების ფონზე, ამ არარაობების ყეფა აღარაფრად ღირს

AutoSharing Option
ავთანდილ ჭრიკიშვილის მეუღლე თამუნა გვენეტაზე, სოციალურ ქსელში დავით ქევხიშვილის ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის პოსტის დატოვებას ეხმაურება.

არა, მეგობრებო! ქევხიშვილი კი არ გადადგა, ქევხიშვილი სიმართლემ, ნაკრების ერთობამ, იმ ახალგაზრდა და იმ ქალმა ძიუდოისტებმა, მათმა თავგანწირვამ, თქვენ, ჩვენ და ყველა იმ ადამიანმა ჩამოაშორა მმართველობას, ვინც ამ ერთი თვის განმავლობაში იზიარებდა ამ ბიჭების ტკივილსა და თავდადებას.

სწორედ ქართველმა გულშემატკივარმა მისცა ამ ბიჭებს იმის ძალა, რომ პროვოკაციების, ტყვიების, ჩაგვრის, ტალახის სროლისა და სხვა ბინძური წინააღმდეგობების მიუხედავად, თავის პოზიციებზე მყარად მდგარიყვნენ და არ დაეშვათ, უსამართლობას ეზეიმა.

ჩვენ ყველას გვახსოვს ქევხიშვილის მხარდამჭერი ის თითოეული ადამიანი, ვინც დაგვცინოდა, სახალხოდ ლაფს გვასხამდა, მასხრად გვიგდებდა, მოღალატეებსა და ფულზე გაყიდულებს გვიწოდებდა სიმართლისთვის მებრძოლ ხალხს, მაგრამ დღეს, ამ გამარჯვების ფონზე, ამ არარაობების ყეფა აღარაფრად ღირს.

ტალახს სუფთა ხელებს უშვერდნენ და ნასროლ ტყვიებს შიშველი მკერდი დაახვედრეს ჩვენმა ლომებმა.

ძიუდოს ნაკრები და თქვენ - ქართველი გულშემატკივარი, ხართ თანამედროვეობის გმირები და მადლობას გიხდით, რომ დაეხმარეთ სიმართლეს გამარჯვებაში.

მეამაყება, ასეთი საქართველო!

მეამაყება, ჩემი გულშემატკივარი!

მეამაყებიან, ჩემი უძეგლო გმირები!

გილოცავთ!

(ბრძოლა გრძელდება იქამდე, ვიდრე ღირსეული არ დაიკავებს პრეზიდენტის თანამდებობას!)", - წერს გვენეტაძე.

altაქამდეც შემეძლო ამ გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ... - დავით ქევხიშვილმა ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის პოსტი დატოვა

მკითხველის კომენტარები / 23 /
გადადგა გადადგა, ძაანაც კაი.მაგრამ მეუღლე ჩემი აზრით სულ არაფერ შუაშია) იმიტომ კი არა რომ ქალია და რა მაგის საქმეა, უბრალოდ მეუღლის დედის მამის და ძმის კომენტარი ყოველთვის სუბიექტურად იქნება აღქმული .. და საერთოდ ყველაფერზე ფეისბუკ კომენტარები უკვე გულის ამრევი ხდება ...
SOLO
02 ივნისი 2018 15:26
6
აწი! ილოცეთ, იშრომეთ, ყველგან ოქროსთვის იბრძოლეთ,თორე გაყვებით უკან ყველა ერთად
კაი ბატონო
02 ივნისი 2018 14:21
6
კი ბატონო
გულშემატკივარი
02 ივნისი 2018 14:51
2
გილოცავთ გამარჯვებას და აწი თქვენ იცით,არ შეგვარცხვინოთ...
status quo
02 ივნისი 2018 14:46
3
ავტორს მინდა მივმართო: მკითხველის არ გერიდება სისულელეებს რომ აქვეყნებ?
ეს ხომ ცხადი სიზარმაცეა, ანუ რა გამოდის იმის მაგივრად რომ საინტერესო სტატიები წერო / მოიძიო / დაამუშაო და ჩვენც გვასიამოვნო და საიტის იმიჯიც არ დააზარალო, რას აკეთებ საამისოდ? უბრალოდ ცნობილი სპორტსმენების ცოლების / სიდედრების / ნათესავების ფეისბუკებს ჩასაფრებული, აკოპირებ სტატიებს. არა მესმის რომ ხარისხიან სტატიას დრო, ჭკუა და პროფესიონალიზმი ჭირდება რაც ალბათ გაქვს მაგრამ არ იყენებ. უბრალოდ დაფიქრდი: ეს ის არ არის რაც ჩვენ გვჭირდება!!
Beso Polo
02 ივნისი 2018 18:15
1
მადამ ჭრიკიშვილო აქ გამარჯვებული არავინ არარის აქ მხოლოდ ძიუდოა დამარცხებული! ქევხიშვილს უნდა გაყვნენ თან ეს რევოლუციონერი ძიუდოისტები!!!
GIO
02 ივნისი 2018 20:11
21
ეს ქალბატონი ახალი სახეა ძიუდოში თუ იდეოლოგია? ვეთანხმები აზრს, რომ ასეთი სახის განცხადებები არ უნდა იწერებოდეს აქ. მაშინ აქვეყნეთ ყველას ცოლების და ოჯახის წევრების განცხადებები.
: )))))))
03 ივნისი 2018 00:18
7
პირადად მე ამათმა საქციელმა (ქმრებისაც და ცოლებისაც) შემაზიზღა ძიუდო.
ავთოს --კაცს(?) რომელმსცაც 2 წელი აღარაფერი გაუკეტებია იმის გამო რომ ჯერ ერთი წონა შეიცვალა და ვერ შეეგუა ახალ წონას და მერე ტრამვები მიიღო---ამხელა ენა ატლიკინა და თავისი წატრუმატებლობა სხვას გადააბრალა---რო გაგიფენენ პირველივე საერთაშორისო ტურნირზე მერე ნახავ ამ ყველლაფრის შედეგს.
იმედია ახალგაზრდა თაობა მეტი შეგნებულია ვიდრე ეს ხიხო(ები),ახალგაზრდებს კი ესენი ისე უყურებენ როგორც წიწილებს და მარტო ამათ სავარჯიშო ხორცს.
მახო
03 ივნისი 2018 18:41
6
სხვათა მეუღლეთა აზრებიც გაგვაცანით, მაგრად მაინტერესებს. დდ
Z.LO
03 ივნისი 2018 09:32
1
მარტო ქევხიშვილის გაგდება კი არა ამ ბუნტავშიკებსაც უნდა მისცენ დისკვალიფიკაცია...და ამათი ჩარევის გარეშე უნდა აირჩიობ ახალი პრეზიდენტი და მისი ჯგუფი...
zaza
02 ივნისი 2018 17:22
7
საქართველოში სამოქალაქო შეგნება და ხალხის ძალა იზრდება და ეს ბრწყინვალეა! ეს მართლაც გაგვიყვანს სწორდ გზაზე!
b-52
02 ივნისი 2018 19:47
11
კი ასეა მეგობარო და ეს ძალიან მახარებს. ეს ახალი თაობაა, თავისუფლებაში დაბადებული და აღზრდილი თაობა, მიუხედავად უამრავი სირთულისა, რაც იყო ქვეყანაში. უღმესი მადლობა ჩვენს ძიუდოისტებს ამ მამაცობისთვის.
ლევანი
02 ივნისი 2018 21:17
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული