აღმასკომი შოთა ხაბარელის წევრობიდან გარიცხვის თაობაზე იმსჯელებს

AutoSharing Option
დღეს, 5 ივნისს, საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაციის აღმასკომის სხდომა გაიმართა.

სხდომაზე გადაწყდა, რომ შეიქმნება 5-კაციანი ჯგუფი, რომელიც ფედერაციის ეფექტურ მუშაობას უზრუნველყოფს.

ჯგუფის წევრები არიან: ზაქრო კევლიშვილი, გიორგი ათაბეგაშვილი, თენგიზ ხუბულური, ზაზა გულბიანი, მამუკა ნავერიანი

გარდა ამისა, დაინიშნენ თანაშემწე მწვრთნელების მოვალეობის შემსრულებლებიც. ესენი არიან: ამირან ტოტიკაშვილი და ნოდარ მეტრეველი.

აღსანიშნავია, რომ სხდომაზე ასევე შოთა ხაბარელის საქციელის შეფასებას დაეთმო დრო. გადაწყდა, რომ უახლოეს სხდომაზე შოთა ხაბარელის აღმასკომის წევრობიდან გარიცხვის თაობაზე იმსჯელებენ.

იხილეთ დოკუმენტი:

Sportall.Ge

altგაფიცულმა ძიუდოისტებმა ვარჯიში განაახლეს [PHOTO]

მკითხველის კომენტარები / 8 /
არა მარტო საღად მოაზროვნე აღმოჩნდა ხაბარელე არამედ ერთადერთი ძუდოისტია და თან დიდი წარმატებებს მიაღწია თავის დროზე.პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავჟდომარე მხარს უჭერდა აწ გადამდგარ ფედერაციის ხელმძღვანელს და ეხლა სამაგიეროს უხდის ხაბარელს. ყაველაშვილმა და ძმანმა მისმა ფეხბურთი ხო ააშენეს ეხლა ძუდოს აღმშენებლობით დაკავდნენ და ბოლო შეჯიბრებებზე 1 მედალიც კი ვერ მოვიპოვეთ. მართლა და მართლა ყველაფერს საზღვარი ხომ აქვს. შეეშვით ჭიდაობის ფედერაციებს, რაგბს, და სხვა წარმატებულ სპორტის მიმდინარეობებს არ შემდგარო ფეხბურთელებო და ყველასათვის უცნობო პარლამენტარებო
irakli13
17:45 05-06-2018
5
კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ბიჭები მართლები არიან, ქევხიშვილის დამქაშებისგან ფედერაციის გაწმენდას რომ ითხოვენ. ვის რიცხავთ თქვე პატარა მაფიოზუკებო, საქართველოს სახელით პირველი ოლიმპიური ჩემპიონის მწვრთნელს?
ძიუდოს ფანი
17:56 05-06-2018
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული