90კგ წონით კატეგორიაში პირველივე შეხვედრაში დამარცხდა გიორგი პაპუნაშვილი, რომელსაც კუბელმა ეშლი გონსალესმა სძლია.
ამავე წონაში იჭიდავებს ავთანდილ ჭრიკიშვილიც, რომლის მეტოქეც სერგი ტომა იქნება.
100კგ-ში 1/4-ფინალშია გასული ლაშა ტაველური, რომელიც რუს ნიაზ ილიასოვს დაეჭიდება.
ქართველი ძიუდოსიტები მძიმე წონაშიც წარმატებით ასპარეზობენ. 1/4-ფინალშია გასული გურამ თუშიშვილი, რომელიც აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე უშანგი კოკაურს დაუპირისპირდება.
1/8-ფინალში კი გიორგი ქავთარაძის მეტოქე ჰოლანდიელი იურ სპაიკერსი იქნება.