
60 კგ წონით კატეგორიაში ამირან პაპინაშვილმა პირველ შეხვედრაში უნგრელ ანრას ვიდას მოუგო, ხოლო შემდეგ ხოაკინ გომისს სძლია.
სამწუხაროდ, მესამე შეხვედრა პაპინაშვილმა რუსეთის წარმომადგენელ ალბერტ ოზუგოვთან მტკივნეული ილეთით წააგო.
პაპინაშვილმა რეპეშაჟში გადაინაცვლა, სადაც მონღოლ ბოლდბაატარს მოუგო და ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში ესპანელ ფრანცისკო გარიგოსს იპონით სძლია.
ამავე წონაში ჩხვიმიანმა კი პირველ ორ შეხვედრაში ჯერ უნგრელ დანიელ მონორის, შემდეგ კი ბულგარელ იანისლავ გერჩევს
ჩხვიმიანი რეპეშაჟში აშშ-ის წარმომადგენელ ადონის დიაზს დაუპირისპირდა და მალევე მოუგო. ბრინჯაოსთვის შეხვედრაში ჩხვიმიანი რუსეთის სახელით მოასპარეზე ქართველ რობერტ მშვიდობაძესთან დამარცხდა.